ტოკიოს ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძეს Allstar-ი შემოსავს
ტოკიოს ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძეს Allstar-ი შემოსავს
18.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ქართველ ოლიმპიელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ტოკიოს 2020-ის ლიცენზია 15 ივნისამდე ჰქონდა მოპოვებული და ოფიციალურად გამოცხადებულ 19 ლიცენზიანტს შორის, ერთ-ერთი იყო.


გუშინ კი, ქართველმა, ფარიკაობის ეკიპირების მწარმოებელ გერმანულ Allstar-თან სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, გერმანული ფარიკაობის ეკიპირების N1 კომპანია საქართველოს საუკეთესო მოფარიკავეს, ერთი წლის განმავლობაში, სრულად უზრუნველყოფს საკუთარი პროდუქციით.


სპეციალურად სანდროსთვის, Allstar -მა  დაამზადა ჩაფხუტი, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული. სანდრო ბაზაძეს, რონელიც ოლიმპიურ თამაშებზე Allstar -ის ეკიპირებით იასპარეზებს, კომპანია, წარმატების შემთხვევაში, სიურპრიზს ჰპირდება.