
ივნისის მეორე დეკადაში, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, ხმლით ფარიკაობაში ლეგენდარული მწვრთნელის კრისტიან ბაუერის ხელმძღვანელობით ვაჟ მოფარიკავეთა საწვრთნელი შეკრება გაიმართა. ღონისძიებაში, საერთო ჯამში შვიდი ქვეყნის მოფარიკავემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორის 13 მოახლოებული, ტოკიოს 2020-ის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.
აღსანიშნავია, რომ თბილისურ შეკრებაში მონაწილეობა, FIE-ს რეიტინგის საუკეთესო 16 მოფარიკავიდან, ოთხმა - N6 ბოლად აპიტი (საფრანგეთი), N7 სანდრო ბაზაძე (საქართველო), N13 ფარეს ფერჯანი (ტუნისი), N14 მოჯტაბა აბედინი (ირანი) მიიღო.
16 ივნისიდან კი, თბილისში შეკრებაზე მყოფი შვიდივე ქვეყნის წარმომადგენელი, წინა-საოლიმპიადო მოსამზადებელ საერთაშორისო ტურნირში ჩაერთო.
ვაჟთა შორის, ასპარეზობაში 7 ქვეყნის 35 მონაწილე იყო. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ორ წრედ გამართა. გამოვლინდა საუკეთესო 16 მონაწილე, რომლებმაც ბრძოლა მედლებისთვის განაგრძეს. საბოლოოდ გამარჯვებული ირანელი ალი პაკდამანი გახდა.
1/2 ფარეს ფერჯანი (ტუნისი)-ალი პაკდამანი (ირანი) 9-15
1/2 ბოლად აპიტი (საფრანგეთი)-მოჰამად რაჰბარი (ირანი) 15-12
ფინალი: ბოლად აპიტი (საფრანგეთი) - ალი პაკდამანი (ირანი) 13-15

ქალთა შორის, ჩემპიონი კანადელი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე გაბრიელა პეიჯი გახდა, მეორე ადგილზე ლიკა ჯიჯეიშვილი გავიდა. მესამე ადგილები ასევე ტოკიოს ლიცენზიანტებმა უზბეკმა ზეინაბ დაიბეკოვამ და ეგვიპტელმა ნადა ჰაფეზმა მოიპოვეს.
1/2 - გაბრიელა პეიჯი (კანადა) - ზეინაბ დაიბეკოვა (უზბეკეთი) 15-13
1/2 - ლიკა ჯიჯეიშვილი (საქართველო) - ნადა ჰაფეზი (ეგვიპტე) 15-10
ფინალი: ლიკა ჯიჯეიშვილი-გაბრიელა პეიჯი 12-15
აღსანიშნავია, რომ გაბრიელა პეიჯი, ზეინაბ დაიბეკოვა და ნადა ჰაფეზი - ტოკიოს 2020-ის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები არიან.
![]() |
![]() |
საიტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი!
თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნიკოლა ანდრე რუსემ იასპარეზა.
32 წლის რუსემ, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთის საუკეთესო ხმლით მოფარიკავე იყო, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის მერაბ ბაზაძის განცხადებით, ნიკოლა ძლიერი მოფარიკავეა და სამომავლოდ საქართველოს ნაკრებს, რომლის მიზანი მომავალ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა და მთავარი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში მოხვედრაა, საგრძნობლად გააძლიერებს .

მანამდე კი, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზიში, საერთაშორისო წინასაოლიმპიადო ტურნირზე ვაჟთა შორის გუნდური პირველობაც გათამაშდა. ფინალურ ბრძოლაში, ერთმანეთს ირანის 1 და ეგვიპტის 1 გუნდები დაუპირისპდნენ, რომელშიც ირანელებმა 45-34 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს 2020-ის თამაშებზე, მონაწილე გუნდებს შორის, ირანი და ეგვიპტე, 8 საუკეთესო გუნდს შორის არიან.
საქართველოს ნაკრებმა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ფრანგები 45-41 დაამარცხა.
ფინალამდე კი, გუნდები შემდეგი გზით მივიდნენ:
¼ ფინალი:
საფრანგეთი 1 - ეგვიპტე 2 45-40
ირანი 1 - უზბეკეთი 45-23
საქართველო - ირანი 2 45-42
საფრანგეთი 2 - ეგვიპტე 1 39-45
½ ფინალი:
საფრანგეთი 1 - ირანი 1 38-45
საფრანგეთი 1: ბოლად აპიტი, ჟან-ფილიპ პატრისი, ლეანდრე ოლივერი
ირანი 1: ალი პაკდამანი, მოჰამად რაჰბარი, მოჯტაბა აბედინი
საქართველო - ეგვიპტე 1 40-45
საქართველო: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ნიკოლა რუსე, ვაჟა რეჭია
ეგვიპტე 1: მოჰამედ ამერი, ზიად ელსისი, მოჰაბ სამერი

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ










