საგზური ფინალში და ევროპის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში
საგზური ფინალში და ევროპის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში
18.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის ოლიმპიურმა სასახლე 14 ივნისიდან, ხელბურთში,  IHF/EHF ერთა თასის გათამაშებას მასპინძლობს. ე.წ. ზონალური შეჯიბრის სამ საუკეთესო გუნდს, ევროპის ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე საასპარეზოდაც ეხსნებოდა გზა. ტურნირის ფორმატის მიხედვით, 6 მონაწილე გუნდი, ორ 3-გუნდიან ჯგუფად დაიყო. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კი, პლეი-ოფებს ამ, კონკრეტული ტურნირის გამარჯვებულიც უნდა გამოევლინა.


დღეს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ფლეი-ოფში, საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით, 39-12  ბულგარეთს სძლია და ერთა თასის ფინალში გავიდა, სადაც ხვალ, 19 ივნისს, 19 საათზე, კვიპროსს შეხვდება. თავის მხრივ, მოლდოვას 30-28 მოუგო.


აღნიშნულ ტურნირზე, საქართველოს ნაკრებმა, პროგრამა მინიმუმი შეასრულა - მოიგო ორივე შეხვედრა და შემდეგ ეტაპზე, დღეს,  ½ ფინალში, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებიც მიაყოლა.  ერთა თასის ფინალში გავიდა და ამასთან ერთად, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის მეორე ეტაპის საგზურიც გაინაღდა.


საქართველოს ნაკრებმა, ჯგუფურ ეტაპზე, მარტივად მოახერხა, ჯერ აზერბაიჯანის ნაკრების დამარცხება, ანგარიშით 36-16, ხოლო შემდეგ, მოლდოვასთან მძიმე ბრძოლაში 27-20 გაიმარჯვა.


ორი მატჩის შემდეგ, თბილისში მიმდინარე ტურნირის ბომბარდირთა დავაში, გიორგი ცხოვრებაძე ორი ტურის შემდეგ 16 გოლით ლიდერობს ბომბარდირთა დავას, თუმცა მას ამ საქმეში მოცილეც ჰყავს - კვიპროსელი ხრისტოს არგირუსმაც ამდენივე შეაგდო; ირაკლი კბილაშვილმა პირველ მატჩში გატანილ 12 ბურთს მეორეში მხოლოდ სამი მიუმატა და მესამე ადგილზეა.


დღევანდელ შეხვედრაში, ქართველთა გოლეადორმა გიორგი ცხოვრებაძემ, საკუთარი ნადავლი კიდევ 8 გოლით გაზარდა და ამ მომენტისთვის 24 გატანილი გოლით, ფინალამდე, მომავალ მეტოქესთან, კვიპროსელ ხრისტოს არგირუსმათან ერთად, რომელმაც დღევანდელ მეორე ½ ასევე 8 გოლი გაიტანა, თანაბარი გოლი აქვთ გატანილი.  თბილისურ ტურნირს კი 27 გატანილი გოლით, მოლდოველი, რომან ზაცაციურინი ლიდერობს.


სამწუხაროდ, კოვიდ-რეგულაციების გამო თბილისის ახალ ოლიმპიურ დარბაზში, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩა 15-ში მდებარეობს, მაყურებელი არ დაიშვება.



ფოტო: გურამ სვანიძე / საქართველოს ხელბურთის ფედერაცია