
ეროვნული ლიგის მორიგ შესვენებამდე რამდენიმე ტურით ადრე, ქუთაისის „ტორპედოს" ირგვლი, კვლავ გაურკვევლობაა. კლუბის ოფიციალური გვერდი, ელიგის მომდევნო ტურის თამაშს აანონსებს, პარალელურად კი, კლუბში არსებულ პრობლემებზე ახალი სოციალური კამპანია იწყება... გაუცემელი ხელფასები, დარღვეული კონტრაქტები, „უჩინმაჩინი" ინვესტორი... იმერული კლუბის მხარდამჭერმა გვერდმა დღეს, შემდეგი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც გთავაზობთ, უვლელად:
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ❗❗❗
"ტორპედო" კვლავ გაურკვევლობაში და უდიდესი პრობლემების წინაშეა.
უკვე 3 თვეა რაც ფეხბურთელებს მწვრთნელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ აუღიათ.
ქალაქის მერიიდან ინფორმაცია არის რო გუნდში ყველაფერი კარგადაა ინვესტორიც არის და ყველაფერი დროის ამბავია, თუმცა დრო ცუდად მოქმედებს ამ ეტაპზე გუნდზე, ხვალ 20 ივნისს გუნდს უკვე ოფიციალურად უნდა ყავდეს ლიცენზირებული მწვრთნელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საუაბრია სერიოზულ სანქციებზე.
გარდა ამისა ფეხბურთელებს უკვე დარღვეული აქვთ კონტრაქტები და მიუხედავად ამისა აქამდე როგორღაც მოვიდნენ, მაგრამ თუ რაც შეილება მალე შემდეგ თამაშამდე არ დალაგდება სიტუაცია, იძულებულები იქნებიან გუნდი დატოვონ და ამას რაც მოყვება ყველა კარვად ხვდებით ალბათ.
მერიაში კარგა ხანია ამბობენ რო ინვესტორი არის მაგრამ სად არის? არავის უნახავს, არც გუნდის ხელმძღვანელობას შეხვედრია, არც ფეხბურთელებს, არც მწვრთნელებს, არც გულშემატკივრებს და არც არავის, მაშინ როცა გუნდი დროში იწვება და ყველა დღე წუთი და წამი ძვირფასია.
მივმართავთ ქალაქის მერიას და იმ არსებულ ინვესტორს რომელსაც არცკი ვიცნობთ რო დროულად სანამ გვიანი არ არის გამოვიდნენ კონტაქტზე მოვიდნენ და გუნდი დაღუპვას გადაარჩინონ.
ყველას გონია რო ყველაფერი კარგადაა და მაგრამ როგორ არის კარგად როცა 3 თვეა გუნდი უფულოდაა? ყველა დაიღალა და მობეზრდათ ეს გაუთავებელი ტყუილები, თუ მომდევნო თამაშამდე ყველაფერი არ დალაგდება "ტორპედო" უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდება და მთელი ეს ბრძოლა და წვალება რაც გამოვიარეთ ამ ბოლო წლებში წყალში ჩაიყრება.
თხოვნით მივმართავთ მედია საშუალებებს რო დაინტერესდნენ ამ საკითხთან დაკავშორებით.
ასევე გთხოვთ ყველას რო გააზიაროთ ეს პოსტი რო ყველამ გაიგოს თუ რა ხდება რეალურად გუნდში.






ჩვენ








