ქართველმა 17-წლამდებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს
ქართველმა 17-წლამდებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს
20.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში მოიგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელიც თბილისში ჩატარდა ბელარუსის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და მოლდოვას ნაკრებები მონაწილეობდნენ. ქართველმა წყალბურთელებმა, ოთხი მატჩი გამართეს:


საქართველო - ბელარუსი 17-10

საქართველო - სლოვაკეთი 17-7

საქართველო - ლიეტუვა 20-8

საქართველო  - მოლდოვა 27-7


ჩვენებმა, ყველა შეხვედრა მოიგეს და „ბ" ჯგუფში" 12 ქულით, პირველი ადგილი დაიკავეს.


საქართველოს გარდა, საკვალიფიკაციო ეტაპები კიდევ 3 ჯგუფში გაიმართება. „ა" ჯგუფი. 25-27 ივნისს ხორვატიაში იასპარეზებს და მასპინძელ ქვეყანასთან ერთად, საუკეთესოს გამოსავლენად საფრანგეთის, უკრაინისა და ბულგარეთის 17-წლამდე წყალბურთელები იასპარეზებენ.


სლოვენიაში, მარიბორში, 24-27 ივნისს, გამოავლენენ C ჯგუფის საუკეთესოს მასპინძლებთან ერთად რუსეთი, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრიის ნაკრებები.


D ჯგუფი კი ამავე რიცხვებში პრაღაში, ჩეხეთის, თურქეთის, პოლონეთის, ნიდერლანდებისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გაარკვევს საუკეთესოს.



საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაციის ფოტო