SBM League ზამთრის არდადეგებზე „გავიდა“
SBM League ზამთრის არდადეგებზე „გავიდა“
24.12.2017
ავტორი:

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 24 დეკემბერს, 2017-18 წლების ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ამ დღეს ბრინჯაოს ლიგის 6 მატჩი ჩატარდა. ბრინჯაოს ლიგის  პირველ  შეხვედრაში  „დელუქსმა"  „ნაბეღლავი" ანგარიშით 3-2 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში „M2"  დიდი ანგარიშით 2-6 დამარცხდა „ბილტმორთან". „ხალიკ ბანკმა" 0-3 წააგო „კროკობეტთან".  საბანკო სექტორის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა „ტერაბანკმაც" სამი გოლი გაუშვა საკუთარ კარში. თუმცა „ინსტასთვის" ერთი გოლის გატანა, მაინც მოახრეხრა.

„მეტოქე ძლიერი  გვყავდა.  არ  ველოდებოდით  მსგავს  თამაშს. თუმცა,  გვაჯობეს, რადგან   ჩვენზე  მეტი  ენთუზიაზმი  და  მონდომება  ჰქონდათ. ორივე  თანაბარი  ძალის  გუნდები  ვართ. ჩვენ  წინა  ორი  თამაში  დამაჯერებლად  მოვიგეთ. დღეს  კი, ეს, ვეღარ  შევძელით", - ამბობს, ბექა ბიტარაშვილი, „ტერაბანკის" ფეხბურთელი.

ამ შეხვედრაში ანგარიში „ინსტამ" გახსა. თუმცა, „ტერაბანკმა", წონასწორობა  მალევე აღადგინა და  მეორე  ნახევრის  მიწურულს ანგარიშში, დაწინაურებაც მოახერხა.  „ინსტას"  ფეხბურთელებმა  ორჯერ  შესძლეს  თავის  გამოჩენა  და  მნიშვნელოვანი  სამი  ქულის  მოიპოვება. 

„პირველ  რიგში,  მინდა  მადლობა  გადავუხადო ჩემი  გუნდის  თითოეულ  მოთამაშეს,  გულშემატკივარს  და  მოწინააღმდეგეს. რაც  შეეხება  თამაშს, თავიდანვე, ისე  გვქონდა  გათვლილი,  რომ შეგვეზღუდა მოწინააღმდეგის სივრცეები. ჩვენმა  თავდამსხმელმაც  კარგად  შეასრულა  მწვრთნელის  დავალება  და  შედეგი  სახეზეა.  არ არის  მარტივი,  პირველ ადგილოსან  გუნდთან თამაშის  მოგება", - ამბობს, დავით  გოგსაძე, „ინსტას" ფეხბურთელი.

ბრინჯაოს  ლიგის  კიდევ ერთ  შეხვედრაში, „კრედომ", „ევროპაბეთს"  3-2 აჯობა და ამით,  მნიშვნელოვანი გამარჯვება  მოიპოვა. დაძაბული და  სანახაობრივი  მატჩი   გარდამავალი  უპირატესობით  წარიმართა. თუმცა, „ევროპაბეთის" მოთამაშემ, თორნიკე  ქორჩილავამ,   მატჩის  ბოლო წუთებზე  გამარჯვების გოლის გაიტანა.  

„მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან. პირველ ტაიმში, მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ. თუმცა,  გაუგებარი  გოლი  გაგვივიდა. ალბათ,  მობილიზება  დაგვაკლდა  იმ  კონკრეტულ  მომენტში", - ამბობს, გოგა მამარდაშვილი, „ევროპაბეთის" ფეხბურთელი.

ბრინჯაოს ლიგის ბოლო შეხვედრა, ოლიმპიურ სასხლეში 22 საათზე დაიწყო. „ვივუს.ჯი", „მაკგილსს" შეხვდა და დიდი ანგარიშით, 0-5 დამარცხდა.

ბრინჯაოს ლიგის პარალელურად, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ოქროს ლიგის 5 კალენდარული თამაშიც გაიმართა. მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში, „ბაქსვუდი", სფფ-ს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 4-0 გაიმარჯვა. გამარჯვებულთაგან 2-2 გოლი ალიკ სარქისიანმა და ლადო ასათიანმა გაიტანეს. ბაქვსუდელთაგან, სწორედ სარქისიანი გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ფეხბურთის ფედერაციის გუნდიდან, კი 4 გაშვებული გოლოს მიუხდავად, საუკეთესოდ, სფფ-ს მეკარე გიორგი ლომაია აღიარეს.

„შეხვედრის  პირველი  ნახევარი  თანაბარ ბრძოლაში  მიმდინარეობდა. მეორეში, ვაჯობეთ  მეტოქეს,  მომენტები  გამოვიყენეთ  და  შესაბამისად,  გავიმარჯვეთ.  ისეთ  ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, როგორიც  იაშვილი და ამისულაშვილია, არ არის მარტივი. შესაბამისად,  რთული  თამაში  იყო", - ამბობს, ლადო ასათიანი, „ბაქსვუდის" ფეხბურთელი.

უგოლოდ 0-0 დასრულდა, 24 დეკემბერს, ოქროს ლოგის მესამე ტურის სასტარტო შეხვედრა „საქართველოს ფოსტასა" და „არმიას" შორის. „ძალიან  კარგი თამაში  იყო.  ორივე  გუნდი  მობილიზებულები  ვიყავით, ვიბრძოლეთ კიდეც.   შეხვედრაში  იყო  ზედმეტი  ემოციები,   იყო წითელი  ბარათიც  ჩვენი  გუნდის  რიგებში,  ჩემი აზრით  ეს  ყველაფერი  ზედმეტი  ემოციების  ბრალი  იყო", - ამბობს, გიგა  ბერაია,  „არმიას" მოთამაშე.

„საკმაოდ  დაძაბული  შეხვედრა  იყო, რომელიც  გატანილი  გოლების  გარეშე  დასრულდა. თუმცა, სანახაობრივად  ძალიან  საინტერესეო  თამაში  გამოდგა  და  მგონია, რომ  მოსულმა  გულშემატკივარმა ისიამოვნა.  ვეცდებით,  მომავალში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ", - ამბობს, ამირან ლომსაძე, „საქართველოს  ფოსტის" წარმომადგენელი.

ოქროს ლიგის გათამაშებაში, დღეს გამართული კიდევ 3 შეხვედრა შემდეგი ანგარიშებით დასრულდა: „პატრულმა", „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" 4-2 მოუგო, „ნატახტარმა" GWP-სთან  2-1 გაიმარჯვა.  პსპ-მ  კი, „ვითიბი ბანკს" მოუგო, დიდი ანგარიშით 6-1.

24 დეკემბრის შემდეგ, ოქროს ლიგას 9-9 ქულით პსპ და "ბაქსვუდი" ლოდერობენ (იხ. ცხრილი). ვერცხლის ლიგას კი 9 ქულით, ერთპიროვნულად, მეორე ფარმაცევტული ფირმა, „ავერსი" ლიდერობს (იხ. ცხრილი).  დღევანდელი დღის შემდეგ, ოქროსა და ვერცხლის ლიგებზე, სუპერლიგისა და ფიტსალის ლიგის მსგავსად, 2018 წლის 26 იანვრამდე, არდადეგები გამოცხადდა.