
ქართველ ოლიმპიელებს, 22 ივნისის მონაცემებით კიდევ ერთი სპორტსმენი შეუერთდა და 22 რიცხვში, მათი რაოდენობა, სიმბოლურად 22 გახდა. თუმცა, უახლოეს დღეებში, ტოკიოს 2020-ის მონაწილე ქართველ სპორტსმენთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. ჩვენი გვერდიც, სიახლეებს, ოფიციალურ წყაროზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტზე დაყრდნობით გაგაცნობთ.
22-ე ოლიმპიელი საქართველოდან კი, ქვეყნის პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, უკვე მიიღო ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი, ბასილაშვილის, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ.
ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის ცნობით, მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძიუდოს, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.





ჩვენ








