
გარიგებულ საკალათბურთო მატჩებზე ბრალდებული მსაჯებისა, მწვრთნელისა საკალათბურთო გუნდი „სოხუმის" ერთ-ერთგი დამფუძნებლის ადვოკატები, მათი დაცვის ქვეშ მყოფთათვის შეფარდებულ წინასწარ პატიმრობას, დღეს გაასაჩივრებენ. დაცვის მხარის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტი, რომ დაკავებულებს, მტკიცებულების მოპოვებაში შეეძლოთ ხელის შეშლა, უსაფუძვლოა.
„სისხლის სამმართლის კუთხით, გამოძიება, მხოლოდ ამ 5 პიროვნებაზე მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის, ხუთივე პიროვნება პასუხისგებაშია მიცემული, აქედან 3 საპატიმროში რჩება და 2 გირაოს სახით არის განთავისუფლებული. შესაბამისად, იქ, სხვა მოწმეებზე, რაიმე სახის ზეწოლას და ზემოქმედება გამორიცხულია. მიგვაჩნია, რომ მათი დაკავებისთვის ეს საფუძველი არაა სწორი და აპელაციამ, უნდა გადასინჯოს აღნიშნული განჩინება", - ამბობს თამარ აბესაძე, თემურ დათიკაშვილისა და ვაჟა კვარაცხელიას ადვოკატი.
ადვოკატები, დღესვე, გეგმავენ დაკავებულების საპატიმროში მონახულებას. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა, შაბათს, 22 დეკემბერს, ბრალდებულთაგან სამს, ზაზა მაჩალაძეს, თემურ დათიკაშვილსა და ვაჟა კვარაცხელიას შეუფარდა. ხოლო, ფიბას მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები, რომლებმაც დანაშაული აღარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ, კი შაბათს გამართული პროცესიდან, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შაბათს, გამართული პროცესის შემდეგ, რომლის დროსაც დათიკაშვილს, კვარაცხელიასა და მაჩალაძეს წინასწარი, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, კერძოდ ზაზა მაჩალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო სახარბიელო.
„ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ საფუძვლით მინდა, რომ დღეს ზაზა მოვინახულო. შემდგომში, შევაჯერებთ პოზიციებს, ჩამოვყალიბდებით და ერთობლივად გადავწყვეტთ, რა ფორმატითა და მოცემულობით გავასაჩივროდ აღმკვეთი ღონისძების შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება", - ამბობს, შოთა მანელიძე, ზაზა მაჩალაძის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 დეკემბერს, კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები, საერთო ჯამში, 5 პირი დააკავა. სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ირაკლი და დავით ბერიშვილების, ასევე ზაზა მაჩალაძის დახმარებით, თანხის სანაცვლოდ, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სხვადასხვა მატჩებში, სასურველი შედეგის დაფიქსირებას უწყობდნენ ხელს. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ" მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში, მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი. 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სამი შეხვედრა გაიმართა, რომლებიც წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით დასრულდა. შემდეგად, თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს დაეუფლნენ. გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.





ჩვენ








