
ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგ, ქართველ ოლიმპიელთა რიცხვი, კიდევ 9-ით გიზარდა და ამ მომენტისთვის, 23 ივნისის მონაცემებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების მაძიებელ ქართველთა რიცხვი, 31-მდე გაიზარდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე, ქართველი ოლიმპიელების ჩამონათვალს ძიუდოისტები მიემატნენ. ოლიმპიურ თამაშებზე, ლაშა გუჯეჯიანმა არჩევანი გააკეთა და ოლიმპიელი ძიუდოისტები დაასახელა:
-52 კგ ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი
-57კგ ეთერ ლიპარტელიანი
-60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლაშა ბექაური
-100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ გურამ თუშიშვილი
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.





ჩვენ








