
მცირედ სენსაციური გამოდგა, ეროვნული ლიგის მე-19 ტური. გათამაშების ლიდერებმა, თბილისის და ბათუმის „დინამოელებმა" ქულები დაკარგეს. აქედან, აჭარულმა გუნდმა, სატურნირო ცხრილის ბოლოდან მეოთხე ადგილზე მყოფ, „ტორპედოსთან" გაიყო ქულები. ამ შეხვედრის სენსაციურობა კი, ის იყო, რომ ბათუმელებმა, ანგარიშით 0-2 მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, თანაც, განსხვავებით წინა ტურისგან, რომელშიც აკლდათ მოთამაშეები, მეორე ტაიმი პირწმინდად წააგეს. ალბათ, აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად ბათუმელებს „საქმე" თავად მასპინძლებმა გაიტანეს, რადგან საწყის წუთებზე, გიორგი ფანცულაიას გატანილი სწრაფი გოლის შემდეგ, სხვა დანარჩენი ყველა გოლი, თავად გაიტანეს. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.
***
ბათუმელებზე უფრო ცუდად ითამაშა ტურის შეხვედრა „დინამო არენაზე" ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა". მიმდინარე სეზონში, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, მესამე შეხვედრაში ადრე დაკარგულ 5 ქულას, კიდევ სამი მიამატა. „სამგურალთან" ჩატარებული ეს მატჩი, თბილისელებისთვის, რომლებსაც დაახლოებით, 20 დღეში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უწევთ ჩართვა, გამოსაფხიზლებელი ნიშანი უნდა იყოს. ბუნებრივია, არ ვაპირებთ, წყალტუბოელთა დაკნინებას, თუმცა, ნებისმიერი შემადგენლობით, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა, ანგარიში საწყის წამებზევე გახსნეს, რამდენიმე წუთში, არათუ მეორე გოლის გაშვებას, არამედ, თამაშის შემობრუნებას, მარტივად უნდა ახერხებდეს. სწრაფი გოლის შემდეგ, თბილისელებს ჯერ თამაშში დასაბრუნებლად, შემდეგ კი, საჭირო 3 ქულის ასაღებად, მთელი 89 წუთს დამატებული 4 წუთი ჰქონდათ, საიდანაც, 34 წუთი მეტობაში გაატარეს. საქართველოს ჩემპიონმა 1-2 წააგო და უკვე მერამდენედ, მიმდინარე ჩემპიონატში, უშუალო მეტოქის „წაბორძიკება", რას სამომავლოდ, შესაძლოა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს, კიდევ ერთხელ, ვერ გამოიყენა.
***
მსგავსი ანგარიშით, 1-2 დასრულდა, ტურის ბოლო შეხვედრაც, სადაც, თბილისურ დერბიში, „ლოკომოტივმა" „საბურთალოს" დამარცხება მოახერხა. მძიმე, სანახაობრიობას ვგულისხმობთ პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ირაკლის სიხარულიძემ ლოკომოტიველები დააწინაურა. მეორე ტაიმის საწყის წუთზე კი, მასპინძელთაგან გორგო გოჩოლეიშვილმა მოახერხა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება. ისევე როგორც პირველი ტაიმი შეხვედრის ეს მონაკვეთიც, ინერტული იყო, თუმცა, ოდნავ უფრო საინტერესო. შესაბამისად, ორივე გუნდი მზად იყო, რომ შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულებულიყო. თუმცა, მატჩის მიწურულს, ამჟამად შეცვლაზე შემოსული ლოკომოტიველები გააქტიურდნენ და „საბურთალო" კონტრშეტევაზე დაიჭირეს. ირაკლი ჭიაბრიშვილის გადაცემით, „ლოკომოტიველთათვის" გამარჯვების გოლი, რატი მჭედლიშვილმა გაიტანა.
***
2-1 დასრულდა შეხვედრა, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში, სადაც „თელავმა", „სამტრედიას" უმასპინძლა. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, 56-ე წუთზე ანგარიში, მიხეილ ბაშელეიშვილმა გახსნა. თუმცა, სამტრედიელებმა, მალევე მოახერხეს, ანგარიშის გათანაბრება. 58-ე წუთზე, ანგარიში, გორგი ილურიძემ გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე კი, კახელებს საჭირო 3 ქულა, ზაზა ციცქიშვილმა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ბათუმში, „დინამოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ, „თელავი" მესამე შეხვედრაა დაუმარცხებლად ასპარეზობს და ამასთან ზედიზედ, მეორე მატჩის მოგებასაც ახერხებს.
***
თორნიკე კაპანაძის გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოახერხა გამარჯვება „დილამ". ელიგის, მე-19 ტურში, გორელებმა ქობულეთის „შუქურა" მიიღეს და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, 1-0 გაიმარჯვეს.
სატურნირო ცხრილი
გათამაშების კალენდარი





ჩვენ








