
ივლისიდან საქართვლოში, ქალთა შორის თასის გათამაშება აიღებს სტარტს. საქართველოს თასის 2021 წლის სეზონში, სტარტს 16 გუნდი აიღებს. მათ შორის, ქალთა ლიგის და ქალთა ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდები არიან. ტურნირი, 1/8 ფინალური მატჩებით დაიწყება და ისევე, როგორც ვაჟთა შოროს დაპირისპირებები, აქაც მომდევნო ეტაპზე გასულ გუნდს, ერთმატჩიანი დაპირისპირება გაარკვევს. ისევე, როგორც ვაჟთა შორის, საქართველოს თასის გათამაშებაზე, წილისყრის შემდეგ, რეიტინგით ძლიერი გუნდი, შეხვედრას სტუმრად გამართავს.
წილისყრის შედეგად კი, რომელიც დღეს, სფფ-ში გაიმართა, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„დიდგორი" - „ქარიშხალა"
„მართვე" - „ნორჩი დინამო"
„ივერია" - „ნიკე"
„დინამო სოხუმი" - „კვარტალი"
„ზარზმა" - „კოლხეთი ხობი"
„ლანჩხუთი" - „ბათუმი"
„რაჭა 2020" - „ფენიქსი"
„ბახტრიონი" - „გორი იუნაიტედი"
წილისყრის შემდეგ, 1/8 ფინალის ორი წყვილში, ქალთა ლიგის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. შესაბამისად, ¼ ფინალშიც, ფინალისკენ მიმავალ გზაზე გათამაშებას, ძლიერთა ლიგიდან, მინიმუმ ორი გუნდი გამოეთიშება. აქვე გეტყვით, რომ სათასო შეხვედრების კონკრეტული თარიღები ზუსტდება და მოგვიანებით გაცნობებთ.
საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების ფინალის ფოტო-ამბავი





ჩვენ








