
ხვალიდან, 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს. ტურნირში, საქართველოს ნაკრების გარდა მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ მონაწილეობას.
დეიან სტანოიევიჩის საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბ" ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. პირველ შეხვედრას, ჩვენი წყალბურთელები 26 ივნისს იაპონიას, 27 ივნისს მონტენეგროს, ხოლო 28 ივნისს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება. სამივე მატჩი 16:30 საათზე დაიწყება.
მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალში, საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ნიკა შუშიაშვილი, ბორის ვაპენსკი, რევაზ იმნაიშვილი (C), საბა დვალი, ბექა ქავთარაძე, ვატო დადვანი, მარკო იელაჩა, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, გიორგი თეთრაძე, სანდრო ადეიშვილი, ანდრია ბითაძე, ფაბიო ბარალდი, საბა ტყეშელაშვილი.
ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს ფინალური მატჩით დასრულდება.
ტურნირის ჯგუფური ეტაპის კალენდარი:
26 ივნისი
14:45 / მონტენეგრო - აშშ
16:30 / იაპონია - საქართველო
18:15 / საბერძნეთი - საფრანგეთი
20:00 / ყაზახეთი - იტალია
27 ივნისი
14:45 / ყაზახეთი - საფრანგეთი
16:30 / საქართველო - მონტენეგრო
18:15 / იტალია - საბერძნეთი
20:00 / იაპონია - აშშ
28 ივნისი
14:45 / საბერძნეთი - ყაზახეთი
16:30 / აშშ - საქართველო
18:15 / მონტენეგრო - იაპონია
20:00 / საფრანგეთი - იტალია
საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფოტო





ჩვენ








