თუ მსაჯს უნდა „შეგისრულებს“
თუ მსაჯს უნდა „შეგისრულებს“
26.12.2017
ავტორი:

„გარიგებული თამაშების" ბრალდებით დაკავებული 5 პირის გარდა,  ფიგურირებს თუ არა საქმეში კიდევ ვინმე, მე-6 ადამიანი და ეს ვინმე, როგორც ამბობენ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, ოფიციალურად, ამ ეტაპზე, არ დასტურდება. თუმცა, ჭორები, 2017 წლის ბოლოს მომხდარი ხმაურიანი დაკავების ირგვლივ, სპორტულ სამყაროში საკმარისზე მეტია. საუბრობენ, იმის შესახებაც, რომ არსებობს, ვიდეო ჩანაწერები და დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტებიც, რაც ჯერ არ საჯაროვდება.

„სიმართლე გითხრა, არ ვიცი რა ხდება. სუპერლიგის თამაშებს ვესწრები და არ მქონია, ამ საქმის დეტალების გასარკვევად დრო. ჩემი პირველი კომენტარისა და რეაქციის შემდეგ, დამაბრალეს, რომ მკაცრი განცხადებები გავაკეთე, ე.წ. „გარიგებული თამაშების" გამო დაკავებული მსაჯებისა და „სოხუმის" წარმომადგენელთა მიმართ. თუმცა, არც იმ განცხადების დროს და არც ახლა, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას. მიუხედავად, იმისა, რომ 5 დაკავებულიდან, ორმა, აღიარა დანაშაული, ვიდრე არ გამოქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილება, არაფერს ვიძახი. ღმერთმა ქნას და არავინ იყოს დამნაშავე და რაც ხდება, იყოს ტყუილი. თუმცა, ჭორები, მართლაც ისეთი დადის, თუ ეს დადასტურდა, ჩემი გვარის წარმომადგენელი, რომ იყოს, ჩემი შვილი ან შვილიშვილი არა მხოლოდ კალათბურთიდან, საერთოდ, სპორტიდან უნდა მოიკვეთოს",-ამბობს პაატა გურასპაული, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

მსაჯების, გუნდის მწვრთნელისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის დაკავება, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან ზუსტად მე-10 დღეს მოხდა. ახლადარჩეული პრეზიდენტი, პაატა გურასპაული, ახალ პოსტზე არჩევის შემდეგ, პირველი სამუშაო დღეები, ფედერაციის სტრუქტურას ეცნობოდა. საკალათბურთო სფეროს 5 წარმომადგენლის დაკავება სასტუმრო "ბილტმორში" სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე ყოფნისას, მედიის წარმომადგენლებისგან გაიგო.

„წლის ბოლოა. არჩევნები ახალი ჩატარებულია. ძლიან ბევრი თემაა დასალაგებელი. ეტაპობრივად ვხვდები ფედერაციის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებს, სტაფის წევრებს. ამ კვირაში ვგეგმავდი შვეხვედროდი მსაჯთა კორპუსს, სუპერლიგის გუნდებს. ბევრი რამე არის შესაცვლელი", - ამბობს პაატა გურასპაული.

რა, როგორ და რა ვადებში „დალაგდება" და შეიცვლება კალათბურთის ფედერაციაში, ამას, უახლოესი დრო გვიჩვენებს. უკვე მომხდარიდან გამომდინარე კი ფაქტია, რომ კალათბურთის ფედერაციაში, უნდათ ამის დანახვდა, თუ არა, სისტემური პრობლემაა. ამ სისტემის ნაწილი მსაჯთა კორპუსიცაა. ამ სისტემის ნაწილი, უკვე ოფიციალურად, პაატა გურასპაულიც არის, რომელსაც ძალიან გაუჭირდება იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებიც თუნდაც მსაჯებს არ აიძულებენ, რომ სუპერლიგის თამაშები, საკუთრ ჯიბეებს არ „მოარგონ". თუმცა, გურასპაულს დავესესხები და სასამარლოს გადაწყვეტილებამდე „მსაჯების ჯიბეების" გაქექვას თავს ავარიდებ. ისევე, როგორც იმ გარემოებას, რის შესახებაც საკალათბურთო კულუარებში, ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე ეჭვობენ - მსაჯები და მწვრთნელები, მოთამაშეების დახმარების გარეშე ბერვს ვერ შესძლებდნენო.

„ვერაფერს ვამბობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინდა დავიჯერო, რომ არაფერში არ არიან დამნაშავენი. ერთია, ადამიანურად, ციხისთვის ყველა მეცოდება. მეორე - არ მინდა, ჩირქი მოეცხოს ქართულ კალათბურთს. თუნდაც, დაკავებულთაგან ერთ-ერთს, რომელსაც 40 წელია ვიცნობ, ვერ ვიჯერებ, რომ მსგავს გააკეთებდა. მიუხედავად ყველაფრისა დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედი კალათბურთელები ამ „სამქეში" გარეულები არ იქნებიან", - ამბობს პაატა გურასპაული.

ფეხბურთში, სადაც თამაშის ბედს 1 ან 2 გოლი წყვეტს, მეტი კუთხური, „ყვითელი", გაძევება და ა.შ. შესაძლოა, ერთის შეხედვით, „გარიგებულ თამაშებზე" საუბარი უფრო მარტივია და იქ, სპორტსმენის დაუხმარებლად, მატჩის შედეგის ჩვენებაც შეუძლებელია. რა ხდება ამ დროს კალათბურთში? მაგალითისთვის, საქართველოს სუპერლიგის ერთ-ერთ თამაშს მოვიყვანთ „სოხუმსა" და „ბათუმს" შორის. თავიდანვე გეტყვით, რომ ეს შეხვერდა, რომელიც 23 დეკემბერს გაიმართა, ბათუმელთა გამარჯვებით 105-81 დასრულდა. ამ მატჩამდეც და ლოგიკურად, ამ მატჩის შემდგომაც, ბათუმელები, სატურნირო ცხრილში მე-4-6 საფეხურზე მონაცვლეობენ. კალენდარულ შეხვედრებშიც. 11 ჩატარებული მატჩიდან, 5 თამაში აქვთ წაგებული და ისიც მხოლოდ, გათამაშების ლიდერ, თავის ტოლ გუნდებთან. „სოხუმი" კი პირიქით, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე არის და 12 ჩატარებული მატჩდან, მხოლოდ 1 აქვს მოგებული. ე.წ. „ჩაწყოგილი თამაშის" ვარიანტში, სავარუდოდ, ის, რომ ბათუმმა 15 ქულით მოიგოს, ეჭვიც არავის შეეპარება. თუმცა, აქ, მსაჯის 2-3 გადაწყვეტილებას, შეუძლია 15 ქულა, 23-მდე გაზარდოს. თან ისე, რომ ამას, ვერც მწვრთნელი და ვერც მოედანზე მყოფი მოთამაშე ვერ მიხვდება.

მოკლედ, თუ მოინდომა, მსაჯი „შეგისრულებს". განსაკუთრებით, თუ თამაში, ქულა-ქულაში მიდის. თუმცა, ვერც  ერთი მსაჯი, ვერ „შეგპირდება", რომ იმ თამაშში, სადაც 30 ქულა უნდა წაგეგო, 30-ს მოიგებ.

კიდევ ერთი თემა, რაზეც საკალათბურთო სამყაროში, ე.წ. „გარიგებული თამაშების" ამბის შემდეგ ხმამაღლა ალაპარაკდნენ, ე.წ. ბუკმეიკერული კომპანიებია. მაგალითად, „ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კალათბურთის ჩაწყობილ თამაშებზე ფსონები ჩინეთში იდებოდა. გამოძიების მასალების თანახმად, პირი, რომელიც ბრალდებულებს ჩაწყობილ თამაშებში თანხას უხდიდა, ფსონებს საზღვარგარეთ დებდა. საქმეში, ქართული საბუკმეიკერო კომპანიები, ამ ეტაპზე არ ფიგურირებენ. თუმცა, სუპერლიგის თამაშებს, ჟურნალისტებზე მეტი რაოდენობით, სწორედ, ის სტატისტები ესწრებიან, რომლებიც ე.წ. „ლაივში" თავიან სააგენტოებს, თამაშის მიმდინარეობის შესახებ აწვდიან, დეტალურ ინფორმაციას.

ბუნებრივია, გამოძიება ამ მიმართულებითაც შეეცდება სიმართლის დადგენას. მანამდე, კი სააპელაციო სასამართლომ, წინასწარ პატიმრობაში მყოფი, სამი პიროვნების ადვოკატების სარჩელი, აღმკვეთი ღონისძების შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შეცლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა. ამ ეტაპზე, პატიმრობაში მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს. სავარაუდოდ, ახალი, 2018 წლის შეხვედრა მათ საპატიმროში მოუწევთ. სასამართლო პროცესი კი, 2018 წლის 8 თებერვალს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 დეკემბერს, კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები, საერთო ჯამში, 5 პირი დააკავა. სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ირაკლი და დავით ბერიშვილების, ასევე ზაზა მაჩალაძის დახმარებით, თანხის სანაცვლოდ, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სხვადასხვა მატჩებში, სასურველი შედეგის დაფიქსირებას უწყობდნენ ხელს.  ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ" მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში, მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი. 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის" სამი შეხვედრა  გაიმართა, რომლებიც წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით დასრულდა. შემდეგად, თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს დაეუფლნენ. გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დაკავებიდან მეორე დღეს, გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, ფიბას მსაჯები დავით და ირაკლი ბერიშვილები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.