სტუმრად გატანილ გოლებს ძალა აღარ ექნება!
სტუმრად გატანილ გოლებს ძალა აღარ ექნება!
24.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკლუბო ტურნირების კომიტეტისა და ქალთა ფეხბურთის კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უეფა-მ აღამსკომის დღევანდელ სხდომაზე, „სტუმრად გატანილი გოლების" წესში ცვლილება შეიტანა და სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობა გააუქმა.


შესაბამისად, ორმატჩიანი დაპირისპირებისას, სტუმარი გუნდის მიერ გატანილი მეტი გოლი, დაჯამებისას თანაბრად დაჯამდება და ამ შემთხვევაში ტოლობის შემთხვევაში, ჯერ დამატებითი ტაიმები, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, 11-მეტრიანეიბის სერია დაინიშნება.


უეფა-მ მორიგი სიახლე 2021-22 წლების სეზონიდან შევა ძალაში.


ამავე წესიდან გამომდინარე, შეიცვლება ჯგუფური ეტაპის დროს, ადგილების გადანაწილებისას ადრე არსებული სტუმრად გატანილი გოლების უპირატესობა. იმ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე გუნდი თანაბარი ქულებს დააგორებს, უპირატესობა მეტ გოლს მიენიჭება და არა, სტუმრად გატანილ მეტ გოლს, როგორც ეს ადრე იყო.


„სტუმარი გოლის წესი, იყო უეფა-ს ტურნირების განუყოფელი ნაწილი, 1965 წლიდან, როდესაც წესი პირველად ამოქმედდა. თუმცა, მისი გაუქმების შესახებ, უეფა-ში ინტენსიურად განიხილებოდა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა, საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. ბევრი მწვრთნელი, გულშემატკივარი და თამაშში ჩართული სხვა ორგანიზაციები, წესს კითხვის ქვეშ აყენებდნენ და მის გაუქმებას ითხოვდნენ.


თუმცა, ამ წესის თავდაპირველი მნიშვნელობა დღევანდელობას ეწინააღმდეგება და გუნდები, რომლებიც განსაკუთრებით პირველად სახლში თამაშობენ, შემტევი ფეხბურთისგან, საკუთარ კარში გოლის გაშვების შიშით, თავს იკავებენ. უსამართლობა იყო, რომ მასპინძელ გოლს, უპირატესობის მოსაპოვებლად, კიდევ ორი გოლი უნდა გაეტანა მიღებული გოლის შემთხვევაში და იყო კიდევ დამატებითი დროის საკითხიც" , - აღნიშნა ალექსანდრ ჩეფერინმა, უეფა-ს პრეზიდენტმა.  


უეფა, აღნიშნულ ცვლილებაზე გამოქვეყნებული სტატიისას მცირე სტატისტიკაც მოიყვანა. კერძოდ, სტატისტიკა, რომელიც 1970-იანი წლების შუაწელიდან იწყება აღნიშნულია, რომ:


შემცირდა - საშინაო გამარჯვებები / სტუმრად  გამარჯვებები 61%/19% -დან  47%/30%- მდე;


შემცირდა საშუალო მაჩვენებელი მასპინძლების და სტუმრების მიერ გატანილი გოლებისაც 2,02/0,95-დან 1,58/1,15-მდე;


ქალთა ტურნირებზე, რომლის სტატისტიკაც 2009-2010 წლების სეზონიდან წარმოებს, მაჩვენებელი თითქმის შენარჩუნებულია, 1,92 გოლი მასპინძლებზე მოდის, და 1,6 სტუმრებზე.


კიდევ ერთი მომენტი, რამაც უეფა-ს მსგავსი გადაწყვეტილება განაპირობა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული, უსაფრთხოების, ახლადშემოღებული VAR-ის ტექნოლოგიების, სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებული საკითხებია. ამასთან უეფა-ს მჭიდრო კალენდარიც გაითვალისწინეს, რაც მთელი ამ ზემოთჩამოთვლილი საკითხების როტაციასთან დაკავშირებითაც ბევრი პრობლემის წინ დგებოდა.



ფოტო: credit @UEFA