
თბილისის ოლიმპიურ აუზში, დღეს, სტარტი აიღო წყალბურთში, მსოფლიო ლიგის სუპერფინალმა, რომელიც, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე, ერთ-ერთი ბოლო საერთაშორისო ტურნირია და რომელში მონაწილე 8 გუნდიდან, ექვსი, სწორედ აღნიშნულ ოლიმპიურ თამაშებზე იბრძოლებს მედლებისთვის. ტურნირის მონაწილეა, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ოლიმპიური თამაშების ლიცენზიასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, ეს საკითხი, სამომავლოდ გადაიდო.
სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა, სასტარტო შეხვედრაში, ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქვეყანას, იაპონიას, ქულა წაართვა, რამეთუ დაძაბულ ბრძოლაში, 12-13 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა, მოახერხა იაპონიის ნაკრების დაცვაში, არატრადიციული თამაშისთვის თავის გართმევა და სრულიად ენდო, საკუთარი გუნდის მეკარეს, ირაკლი რაზმაძეს, რომელმაც ტრადიციულად, ამ თამაშიც ბევრჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდის კარი. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ნაკრებს, ბოლო ოფიციალური შეხვედრა 2019 წელს აქვთ გამართული და თბილისურ ტურნირსაც, ამომავალი მზის ქვეყნის გუნდი, მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ეტაპად გამოიყენებს.
შეხვედრის პირველ ნახევარში, ჩვენმა ნაკრებმა 3 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, ამდენივე გაიტანეს იაპონელებმა და მეოთხედი, 3-3 დასრულდა. ორი გოლით მოახერხეს დაწინაურება პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენმა წყალბურთელებმა, 2-4. თუმცა მომდევნო, ერთი ბურთით წააგეს 6-5. ბოლო, პერიოდში, ორივე ნაკრებმა თითო გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, მეორე მეოთხეში 2-ბურთიანი სხვაობა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ნაკრების აქტივს წაადგა და საქართველოს ნაკრებმაც, პირველი მატჩი, მინიმალური ანგარიშით მოიგო.
საერთო ჯამში, დღეს, 5 გოლი ფაბიო ბარალდის და 4 ანდრია ბითაძის ანგარიშზეა. აქედან, აღსანიშნავია, რომ ბარალდიმ, სტატისტიკის მიხედვით, კარის მიმართულებით, 7-ჯერ დაარტყა და აქედან, 5 გაიტანა. ბითაძის სასახელოდ კი, უნდა აღინიშნოს, რომ 5 მცდელობიდან, მხოლოდ ერთმა ვერ მიაღწია მიზანს. თითო გოლი, იაპონელთა კარში გაიტანეს, ნიკა შუშიაშვილმა, გიორგი მაგრაქველიძემ, ბორის ვაპენსკიმ და მარკო იელაჩამ.
მატჩის სრული სტატისტიკა
დღევანდელი დღის შედეგები:
14:45 / მონტენეგრო - აშშ / 10-6
16:30 / იაპონია - საქართველო 12-13
18:15 / საბერძნეთი - საფრანგეთი 10-8
20:00 / ყაზახეთი - იტალია 11-17
ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები, კვლავ 16:30 საათზე, ითამაშებს და მისი მეტოქე, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი, მონტენეგროს ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ, სასტარტო შეხვედრაში, აშშ-ს ნაკრები დაამარცხა და ხვალაც შეეცდება განწყობის შენარჩუნებას.
27 ივნისის სათამაშო განრიგი:
14:45 / ყაზახეთი - საფრანგეთი
16:30 / საქართველო - მონტენეგრო
18:15 / იტალია - საბერძნეთი
20:00 / იაპონია - აშშ
და ბოლოს, საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე თბილისის ოლიმპიურ აუზზე შეკრებილ გულშემატკივრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა და საერთაშორისო საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის - FINA-ს პრეზიდენტმა ჰუსაინ ალ-მუსალამმა სიტყვით მიმართეს.
საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ფოტო





ჩვენ








