ევროპის 17 წლის ჩემპიონი
ევროპის 17 წლის ჩემპიონი
26.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალგაზრდა ქართველ კანოისტს ალექსანდრე წივწივაძეს, მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო სამეულს უწინასწარმეტყველებენ. ამის საბაბს კი, 17 წლის სპორტსმენის მონდომება და მიღწევები იძლევა.


პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული (19 და 23-წლამდე) ჩემპიონატზე, დღეს, ალექსანდრე წივწივაძემ, 1000-მეტრიანი დისტანცია 4 წუთსა და 0.193 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.


აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე პირველი ქართველი ნიჩბოსანია, ვინც 1000მ-იანი, ე.წ. „ოლიმპიური" დისტანცია მოიგო.



#მოუსვა