თეონა გაზდელიანი - პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი

26.06.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირში, რომელიც 26-27 ივნისს ტარდება, საქართველოს ნაკრებმა, 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალის მოიპოვება შეძლო.
ევროპის ჩემპიონები გახდნენ - თეონა გაზდელიანი (50-55 კგ), ანდრეი ზინჩენკო (-65 კგ) და ლაშა ოზბეთელაშვილი (65-75 კგ). სერგო მოვსესიანმა (-65 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. საქართველოს შერეულმა ნაკრებმა, კატაში, გუნდური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ თეონა გაზდელიანი პირველი ქართველი ქალი კარატისტია, რომელმაც უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფოტო





ჩვენ








