განახლებული კონტრაქტები და სამზადისი ახალი სეზონისთვის
განახლებული კონტრაქტები და სამზადისი ახალი სეზონისთვის
28.12.2017
ავტორი:

თოთა ეროვნული ლიგის საუკეთესო მცველი, კიტე  საუკეთესო რესპოდენტი, კვარა - ჩივას სტიპენდიანტი - დინამოელები, სეზონების მიჯნაზე

საქართველოს ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო მცველის, ლაშა თოთაძის შემდეგ, „დინამო თბილისმა" კონტრქტი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გაუგრძელა. თბილისურ გუნდში, წელიწადნახევრით რჩება ოთარ კიტეიშვილი. დინამოელთა 21 წლის კაპიტანი, რომელმაც თბილისულ გუნდში 25 მატჩი ჩაატარა, მომავალ 2018 წლის სეზონს, ახალი იმედებს უკავშირებს.

„მიხარია, რომ კარიერას, მომავალ სეზონშიც დინამოში ვაგრძელებ. იმედი მაქვს, რომ 2018 წელს, კვლავ ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის და ევროტურნირებზე წარმატებით გამოვალთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ კარგი გუნდი შეიკვრება. ფაქტიურად, ისევ ახლიდან უნდა დავიწყოთ გუნდის შენება და ზაფხულისთვის ისე ჩამოვყალიბდებით, რომ ევროტურნირებს მზადყოფნაში შევხდეთ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

ოთარ კიტეიშვილის, დინამოელთა ნახევარმცველისა და ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნის მსგავსად, ზაფხულისთვის სავარაუდოდ, გუნდთან ერთად ექნება სავარჯიშო პროცესი განახლებული, დინამოელთა შემტევ ნახევარმცველსაც - გიორგი ზარიას. ფეხბურთელმა „დინამოსთან" არსებული კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და 2020 წლის ზაფხულამდე „დინამო თბილისში" იასპარეზებს.

„ტრავმის გამო, 8 თვე, თითქმის ვერ დავეხმარები გუნდს. ძველი კონტრაქტით, „დინამოშ" ცოტა დრო მრჩებოდა. ახალ კი, მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი წლით გავიხანგრძილვე ამ გუნდში ყოფნა, რომელმაც ჩემთვის ბევრი გააკეთა, ბევრი მასწავლა. ვფიქრობ, დაბრუნების შემდეგ, უფრო კარგად შევძლებ თავის წარმოჩენას. რაც შეეხება, პოსტრავმულ პერიოდს, დღეს, ექიმების დანიშნული ბოლო ნემსი გავიკეთე. ვცდილობ, სახლში ვავარჯიშო ფეხი. ჯერ კიდევ ყავარჯნებით დავდივარ. ახალი წლის შემდეგ, კი რეაბილიტაციას დავიწყებ", - ამბობს გიორგი ზარია.

დინამოელთაგან, ვისაც 2017 წლის 31 დეკემბერს, ეწურებოდათ კონტრაქტი, გემახსოვრებათ, რომ პირველი განახლებული ხელშეკრულება ლაშა თოთაძემ დადო. დინამოელთა ცენტრალურმა მცველმა დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიზე, GFF AWARDS 2017-ზე, წლის საუკეთესო მცველის ნომინაციაში გამარჯვა.

„მადლობა მინდა გადავუხადო იმ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, ვინც ამ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა და არჩევანი ჩემზე შეაჩერა. ბუნებრივია, მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემს თანაგუნდელებს, „დინამოს" ბიჭებს, ვისთან ერთადაც მთელი სეზონის მანძილზე ვთამაშობდი. მადობა კლუბის პრეზიდენტს, რომელიც მენდო და ეს ნდობა გავუმართლე. ჯერ-ჯერობით, ვერ ვაცნობიერებ ბოლომდე, რას ნიშნავს ვიყო ქვეყნის საუკეთესო მცველი, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც ეს შრომა გიფასდება, თუნდაც, ასეთი ლამაზი პრიზით", - ამბობს, ლაშა თოთაძე.

კიდევ ერთი დინამოელი, ხვიჩა კვარაცხელია, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ალექსანდრე ჩივაძის პრემიის ლაურეატი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განვლილი წლის შეჯამებისას, ლაურეატები ამ, ახალი ნომინაციაშიც დასახელდებიან. 2017 წლიდან 17-წლამდე და 19-წლამდე ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის პრემია გადაეცემათ.

„დიდი პატივი და სიამოვნებაა, როდესაც ასეთი ლეგენდარული, ფეხბურთელი, თავისივე სახელობის პრიზსს გადმოცემს. არა აქვს მნიშვნელობა ოქროსი იქნება, თუ სხვა ყალიბის. დიდი მადლობა სფფ-ს და ალქესანდრე ჩივაძეს ამ ნდობისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯერ გუნდს და ასაკობრივს, შემდეგ, კი მომავალში, ჩემს ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო, სადაც თამაში ჩემი ოცნებაა და ამ ოცნებისთვის, ყველაფერს დავთმობ", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

სხვათა შორის, კვარაცხელიას გარდა, 17 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში კიდევ ერთი, თუმცა უკვე ყოფილი დინამოელი, ზუკა დავითაშვლიც მოხვდა. დიდი ალბათობით, თბილისელთა ახალგაზრდა მოთამაშე, 2018 წლის სეზონს, მეორე თბილისურ კლუბში, „ლოკომოტივში" გააგრძელებს თამაშს, სადაც 1-წლიან კონტრაქტს, უახლოეს ხანში მოაწერს ხელს.

რადგან დინამოელთა კონტრატქების პარალელურად, სფფ-ს ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე გვიწევს საუბარი, იმასაც ვიტყვით, რომ ეროვნული ლიგის კიდევ 4 ნომინაციაში გაიჟღერა დინამოელთა გვარებმა. აქედან, ერთში, რომელიც, ეროვნული ლიგის რეპორტაჟების ერთ-ერთმა მაუწყებელმა დააწესა, ოთარ კიტეიშვილს გადაეცა. გიორგი ზარიას გოლი კი ეროვნული ლიგის 10 საუკეთესო გოლს შორის მოხვდა. საქართველოს სამ საუკეთესო მეკარის შორის, თბილისელთა უკრაინელი მეკარე, სერგეი ლიტოვჩენკოც იყო დასახელებული. შეგახსნებთ, რომ უკრაინელს „დინამომ" კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

საუკეთესო მწვრთნელთა შორის კი კახა კაჭარავაც იყო დასახელებული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელთა მწვრთნელს, ერთი სეზონის მანძილზე 4-ჯერ მოუხდა ახალი გუნდის შენება და ამის ფონზე, ახალგაზრდული გუნდით,  მხოლოდ ბოლო მატჩში დათმო ქვეყნის ჩემპიონობა, ფედერაციის მიერ გამოკითხულმა რესპოდენტებმა, ფეხბურთის სპეციალისტებმა, ვეტერანმა სპორსტმენებმა, და 11-მა სპორტულმა ჟურნალისტმა, უპირატესობა ამ ნომინაციაში, სხვა მწვრთნელს მიანიჭეს.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი" ახალი, 2018 წლის სეზონისთვის მზადებას, ოფიციალურად,  2018 წლის 8 იანვრის შემდეგ შეუდგება.  


გიორგი ჯიქიას ფოტო