29 ივნისი – ქართული კალათბურთის ოქროს დღე
29 ივნისი – ქართული კალათბურთის ოქროს დღე
29.06.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

თბილისის „დინამომ"1961-62 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში პირველ წრეში დაისვენა, 1/16 ფინალში ბუქარესტის „სტიაუას" დაუპირისპირდა და ორი შეხვედრის ჯამში (77-76 / 82-77)დაამარცხა.  მომდევნო შეხვედრაში, ქართული გუნდის მოწინააღმდეგე, თურქული "დარუშაფაქა" იყო, რომელიც "დინამომ" საკმაოდ მარტივად (80-67 / 80-49) დაამარცხა და 1/2 ფინალში, კარგად ნაცნობ მოსკოვის ცსკა-ს დაუპირისპირდა. ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში თბილისურმა გუნდმა (75-71 / 77-66) გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.


ჟენევაში „დინამო"-„რეალის" დაპირისპირებას ტრიბუნებიდან თვალს ადევნებდა გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც თავის დას ემოციური შინაარსის წერილი გამოუგზავნა: „ძვირფასო ლიდა, გუშინ გაიმართა აქ შეჯიბრი კალათბურთელების, ქართველების და ესპანელების, პირველობისთვის ევროპაში. გაგებული გექნება: გაიმარჯვეს ქართველებმა, შვიდი პუნქტით გაუსწრეს ესპანელებს (90:83).


ვრცლად, იხილეთ სტატია