სალომე ფაჟავა ტოკიო-2020-ის ლიცენზიანტია
სალომე ფაჟავა ტოკიო-2020-ის ლიცენზიანტია
29.06.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს კიდევ ერთი ლიცენზიანტი შეემატა - მხატვრულ ტანვარჯიშში რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, სალომე ფაჟავამ ტოკიო-2020-ის საგზური მიიღო.


ტოკიოში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ოლიმპიურ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 26 სპორტსმენი. მათ შორის, 16 ტანმოვარჯიშე 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით შეირჩა, 3 - მსოფლიო თასის, 5 - კონტინენტური ჩემპიონატების მიხედვით, თითო-თითო კი - მასპინძლობის უფლებითა და პერსონალური მიწვევით.


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს სალომე ფაჟავას, მის მწვრთნელებს, ტანვარჯიშის ეროვნულ ფედერაციას ოლიმპიური საგზურის მოპოვებას.