
საქართველოს ქალთა ლიგის მე-12 ტურის შემდეგ, გათამაშებაში, 7 აგვისტომდე შესვენება გამოცხადდა. თუმცა, ქალთა გუნდებს, 3 ივლისიდან საქართველოს თასის 2021 წლის გათამაშებაში მოუწევთ მონაწილეობა. მანამდე კი, ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურმა სიურპრიზების გარეშე ჩაიარა და ლიდერებმაც, მარტივად მოახერხეს 3-3 ქულის აღება.
ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, „ლანჩხუთმა" საკმაოდ მარტივად მოუგო „გორი იუნაიტედს", 10-2. თუმცა, გორელებმა, თითო ტაიმში, თითოჯერ, მაინც მოახერხეს თათია გაბუნიას კარის აღება. 35-ე წუთზე, გორელთა დებიუტანტმა, ანა პოღოსიანმა გახსნა ანგარიში. შეხვედრის მიწურულს, კი, ეთერ სულაშვილმა მორიგი გოლი ჩაიწერა სათვალავში. ანგარიში კი, ამ შეხვედრაში ხატია ჭყონიამ, მე-11 წუთზე გახსნა და შემდეგ, 24', 36', 44' და 48'ე წუთებზე, კიდევ ოთხი გოლი გაიტანა. გურულთაგან, დუბლი, ქრისტინა ბაკარნაძემ (31', 62') გაიფორმა. შეცვლაზე შემოსულმა თეონა ბაქრაძემ კი, 6 წუთიან მონაკვეთში (72', 73', 78') ჰეთ-თრიქი გაიფორმა. ამ ტურის შემდეგ, „ლანჩხუთს" 34 ქულა აქვს და 9 ქულით უსწრებს, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „კვარტალს".
მორიგი 3 ქულა ჩაიწერა და მედლებისთვის ბრძოლის შანსი განიმტკიცა ხობის „კოლხეთმა", რომელმაც სტუმრად, ბათუმში 1-7 დაამარცხა ადგილობრივი გუნდი. „ბათუმმა", მხოლოდ თამაშის მიწურულს, 75-ე წუთზე მოახერხეს პრესტიჟის გოლის გატანა. ერთი ბურთი, ნინა ბერიძემ გაქვითა. ანგარიში კი, ხობელებმა მე-10 წუთზე თამუნა თავდიშვილის გოლით გახსნეს. თითო გოლი მეგი გოცირიძემ (42') და სალომე თოდუამ (50') გაიტანეს. ორმა ფეხბურთელმა - ანა წულაიამ (20', 31'(პ) და ნატა კვირკაიამ (83', 90') კი ბათუმელთა კარში, ორ-ორი გოლის გატანა მოახერხეს.
ქუთაისში, „მართვე", 1-5 დამარცხდა თბილისის „ნიკესთან". ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლელა ჭიჭინაძემ, ამ მატჩში, მორიგი ჰეთ-თრიქი შეასრულა, ნიკელთაგან, კიდევ ერთი გოლი, ჯოშგუნა ალიევას ანგარიშზეა. ქუთაისელები კი, ამ მატჩში, სტუმრებს ერთი ავტოგოლით დაეხმარნენ, ერთ, პრესტიჟის გოლიც, 66-ე წუთზე, ანა ჯანელიძემ გაიტანა.
მე-12 ტურის ბოლო შეხვედრა, თბილისში, „პეტრო არენაზე" გაიმართა. „ნორჩი დინამო", სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე მყოფ „კვარტალს" დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი „კვარტალის" უპირატესობით წარიმართა, გოლი არ გასულა. თბილისური დერბი, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ფრედ, მშრალად, 0-0 დასრულდა.
გათამაშების სატურნირო ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








