
თბილისი, წყალბურთში ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირს, მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს. ჩვენი გუნდი, „ბ" ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები, იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ს ნაკრებები არიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყველა მეტოქე, ერთი თვის შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ, რაოდენ სერიოზული მატჩების გამართავ უწევს საქართველოს ეროვნული ნაკრების სერბი მწვრთნელი დეიან სტანოიევიჩუის გუნდს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი, ჩვენმა გუნდმა, იაპონიასთან, მინიმალური ანგარიშით 12-13 მოიგო. მომდევნო შეხვედრაში კი, მონტენეგროსთან, სოლიდური სხვაობით, 8-19 დამარცხდა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრები აშშ-ს დაუპირისპირდა და ძალიან ცოტა დააკლდა, რომ თამაში მოგებით თუ არა, საყაიმო ანგარიშით დაესრულებინა. დღეს, თბილისის ოლიმპიურ აუზზე, ჩვენი ნაკრების შეხვედრას, საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. თამაშზე იყო, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც. იყვნენ წყალბურთელების მეგობრები (მათ შორის სკ "დინამო თბილისის" სერბი ფეხბურთელები).
შეხვედრა ამერიკელების აქტიურობით დაიწყო, თუმცა პირველი გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. მარკო ელაჩამ, მოწინააღმდეგის გუნდში, გაძევებული მოთამაშის უპირატესობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, მაგრამ პირველი პერიოდი მაინც ამერიკელთა სასარგებლოდ, 3-1 დასრულდა. მეორე მეოთხედში, აშშ-მ კიდევ უფრო მოუმატა და ეს მონაკვეთიც ორ ბურთიანი სხვაობით, 5-2 მოიგო. თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, სხვაობა უკვე საკმაოდ სოლიდური იყო, 8-3. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, ამერიკელებიც და სხვა გუნდის წარმომადგენლებიც ძლიერ სიცხეს, 38 გრადუსი იყო, თამაშის მომენტში ხაზს გაუსვამენ და ეს სიცხე, ქართველებისთვისაც უჩვეულო იყო, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა მობილიზება და შესვენების შემდეგ, უფრო დამაჯერებლად დაიწყო თამაში. მონაკვეთი, ჩვენებმა 2-3 მოიგეს. სართო ანგარიში კი, ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედამდე, 10-6 იყო. გადამწყვეტ მეოთხედში, რევაზ იმნაიშვილმა კვლავ გამოიყენა „მეტი მოთამაშის" უპირატესობა და ანგარიში, 3 ბურთამდე შეამცირა, თუმცა, ქართველებს, დაძაბულობაც ემჩნეოდათ და რაღაც მომენტში იღბალმაც უმტყუნა. გუნდებმა დარჩენილ დროში გოლები გაცვალეს და ეს მონაკვეთიც ფრედ, 3-3 ითამაშეს. თუმცა, საბოლოო გამარჯვება 13-9 ამერიკელებს ხვდათ წილად.
იხილეთ თამაშის ფოტო-ალბომი
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც "ბ" ჯგუფში ასპარეზობდა, მე-3 ადგილზე გავიდა და ახლა, ტურნირის დებულების მიხედვით, "ა" ჯგუფის მეორეადგილოსან საბერძნეთს შეხვდება. თამაში, 29 ივნისს, კვლავ 16:45 წუთზე დაიწყება.

დღის სხვა შეხვედრები:
28 ივნისი
საბერძნეთი - ყაზახეთი 14 -9
აშშ - საქართველო 13-9
მონტენეგრო - იაპონია 16-8
საფრანგეთი - იტალია 7-14
27 ივნისი
ყაზახეთი - საფრანგეთი 11-12
საქართველო - მონტენეგრო 8 -19
იტალია - საბერძნეთი 11-8
იაპონია - აშშ 7-15





ჩვენ








