
„არ იყო იოლი, მზის გულზე, 3 საათზე თამაში. თუმცა, ჩვენო გონება ხვალინდელ ¼ არის მიმართული" - აღნიშნა თეოდოროს ვლახოსმა, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელმა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ. ბერძენის, აქცენტი კი, მომავალ მეოთხედფინალზე სულაც აყო შემთხვევითი. ჯერ კიდევ თებერვალში, ტოკიოს 2020-ის შესარჩევ სალიცენზიო ტურნირზე, მწვრთნელს, რომლის ხელმძღვანელობითაც, საბერძნეთის ნაკრებს 2015 ყაზანში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი, 2016 FINA-ს მსოფლიო ლიგის ვერცხლი და 2018 წელს ხმელთაშუაზღვის თამაშების ვერცხლის მედლები აქვს მოგებული, სრულიად შოკირებული იყო, საქართველოს ნაკრებთან ნათამაშები ფრეს (10-10) შემდეგ.
ბერძნები, რომ თებერვალში, ჩვენი ნაკრებისგან მიღებული "შხაპის" გამო, დღეს რევანშის აღებას აპირებდნენ, ეს მატჩის პირველი წუთებიდან ნათელი იყო. ელინელთა უპირატესობაზე, პერიოდების მიხედვით ნაჩვენები შედეგიც მეტყველებს (5-1. 5-2, 6-2, 4-4). საბოლოოდ კი, ტაბლოზე, 20-8 დაიწერა საბერძნეთის ნაკრების სასარგებლოდ.
პირველ მეოთხედში, ქართველებმა რამდენჯერმე ვერ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა, გოლი კი, მეოთხედის დასრულებამდე, 54 წამით ადრე, პენალტით, ნიკა შუშიაშვილმა გაიტანა. ანალოგიური სცენარით, ბერძნების უპირატესობით წარიმართა მომდევნო ორი პერიოდიც. ბერძნებს, კარგად ჰყავდათ ჩაკეტილი საქათველოს ნაკრების ლიდერები და ამაზე, ისიც მეტყველებს, რომ ჩვენი გუნდის ლიდერები, მარკო ელაჩა (რომელმაც მაინც მოხერხა 2 გოლის გატან) და ბორის ვაპენსკი (მხოლოდ მე-4 პერიოდის მიწურულს გაიტანა 2 გოლი) თითქმის არ ჩანდნენ. არ წაუვიდა თამაში, არც ჩვენი ნაკრების მეკარეს ნიკოლოზ შუბლაძეს, რომელსაც 25-ჯერ დაურტყეს და აქედან, 9 გოლი გავიდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, დეიან სტანოიევიჩმა, დიდი ალბათობით, გამოცდილების მისაღებად, საქმეში მეორე მეკარე, გიორგი გვეტაძე ჩართო. ამ დღეს, ჩვენი გუნდიდან, ანდრია ბითაძემ და ვატო დადვანმა (რომლისთვისაც მიმდინარე ტურნირზე ეს სადებიუტო გოლი იყო) გაიტანეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, საბერძნეთის ნაკრებთან, 1/4 ფინალი წააგო და ახლა, თბილისში მიმდინარე წყალბურთში, მსოფლიო ლიგის სუპერფინალის ტურნირზე, 5-8 ადგილებისთვის იბრძოლებს.
ხვალ, თბილისის ოლიმპიურ აუზზე, საასპარეზო დღე, ტრადიციულად, 14:45 წუთიდან დაიწყება და ჩვენი გუნდის მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იქნება. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები, 5-6 ადგილისთვის, 1 ივლისს, 16:30-საათიდან საფრანგეთო - იაპონიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
მატჩის ფოტო-გალერეა
დღის სხვა თამაშები:
საფრანგეთი - აშშ 11-12
საბერძნეთი - საქართველო 20-8
იტალია - იაპონია 15-12
ყაზახეთი - მონტენეგრო 6-18





ჩვენ








