
საქართველოს ნაკრებმა 5-8 ადგილებისთვის, 1/2 ფინალი პენალტების სერიაში წააგო და ახლა, თბილისში მიმდინარე წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალში, 7 ადგილისთვის საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტურნირის დასკვნით მატჩამდე კი, ჩვენი ნაკრები ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს 1/2 ფინალში დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.
შეხვედრა, ყაზახების აქტიურობით დაიწყო და თბილისის ოლიმპიურ აუზზე მოსული გულშემატკივრისთვის ალბათ, სწორედ სასტარტო მეოთხედი უნდა ქცეულიყო დამაფიქრებელ „მესიჯად", ალბათ, ისევე, როგორც მთელი თამაში, რომელშიც ჩვენებმა მრავლად დაუწვეს წვრილმანი შეცდომები, რაც ალბათ, უფრო უყურადღებობის და რიგ შემთხვევაში, გამოუცდელობის ბრალი იყო. აქვე გეტყვით, რომ მთელი მატჩი, მოწოდების სიმაღლეზე იდგა, საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე, რაზმაძე, რომელსაც ამ შეხვედრაში 8 „სეივი" ჰქონდა. აქედან ერთი, პენალტი, რომელიც ყაზახებმა, საქართველოს კარში მესამე პერიოდში დაურტყეს.
მთელი მატჩიდან, ჩვენმა ნაკრებმა თითქმის უშეცდომოთ, მეორე პერიოდი ითამაშა, როდესაც საკუთარი კარი მშრალად შეინახა, ყაზახებს კი 5 გოლი გაუტანა. სწორედ ამ პერიოდის წყალობით, ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა საბოლოოდ, მატჩის პენალტების სერიამდე მიყვანა. ძირითადი დრო კი ფრედ, 11-11 (2-3 / 5-0 / 3-4 / 1-4) დასრულდა. დაძაბული გამოდგა პენალტების სერიაც, რომელშიც ორივე გუნდმა თითო დარტყმა გააცუდა. შესაბამისად, საქმე დამატებით, გაფუჭებულ პენალტამდე მივიდა, რომელშიც ყაზახებს გაუმართლათ და შესაბამისად შეხვედრაც მოიგეს, 15-16.
მატჩის სრული სტატისტიკა
დღის ყველა შეხვედრის ანგარიში:
საფრანგეთი - იაპონია 10-16
საქართველო - ყაზახეთი 15-16
საბერძნეთი - მონტენეგრო 4-8
აშშ - იტალია 10-8
ხვალ, თბილისის ოლიმპიურ აუზზე, წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ლიგის ბოლო, დასკვნითი დღეა.
1 ივლისი - დასკვნითი დღე
5 ადგილი / 14:45 / ყაზახეთი - იაპონია
7 ადგილი / 16:30 / საქართველო - საფრანგეთი
3 ადგილი / 18:15| საბერძნეთი - იტალია
ფინალი / 20:00 / მონტენეგრო - აშშ





ჩვენ








