ლაშა ბექაური ინდივიდუალურ ვარჯიშს იწყებს
ლაშა ბექაური ინდივიდუალურ ვარჯიშს იწყებს
01.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ძიუდოისტი ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის შესახებ უახლესი და მიმდინარე ინფორმაცია გაავრცელა.


ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის, ზურაბ კახაბრიშვილის განცხადებით, ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის, მალე დაიწყებს ინდივიდუალურ მზადებას რეაბილიტაციასთან ერთად.


„ორი დღის განმავლობაში მიდიოდა კონსილიუმი, სადაც ჩართულები იყვნენ მედიცინის სხვადასხვა სფეროს, ასევე სპორტული მედიცინის წარმომადგენლები, ასევე ფედერაციის წარმომადგენლები. მინდა გითხრათ, რომ პროგნოზი ძალიან კარგია. დინამიკაში ვითარება სტაბილურია. ვიწყებთ, მწვრთნელებთან ერთად, ინდივიდუალურად სპეციფიურ მზადებას. რა თქმა უნდა, რეაბილიტაციასთან ერთდ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ მზადების პროცესში, მივიყვანოთ პრაქტიკულად მზადყოფნაში ოლიმპიურ თამაშებამდე, რათა გულშემატკივარი გაახაროს", - ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი.


სამედიცინო გუნდი მაქსიმუმს აკეთებს, რათა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები განაცხადში, ამ მომენტისთვის 9 ძიუდოისტია და მათ შორის არის ლაშა ბექაურიც.



ფოტო: @IJF