ძირითადი დროის დასასრულამდე 5 წუთით ადრე
ძირითადი დროის დასასრულამდე 5 წუთით ადრე
11.08.2017
ავტორი:

 5 ყვითელი ბარათი, 2 გატანილი გოლი და 85-ე წუთზე შეწყვეტილი თამაში. ეს არის „ლოკომოტივსა" და „ტორპედოს" შორის, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩის ოქმის ჩანაწერის ერთი ფრაგმენტი. უფრო დაწვრილებით ამ თამაშის შესახებ სფფ-ს სადისციპლინო კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. ამავე სხდომაზე გადაწყდება, რა სანქციები დაუწესდებათ გუნდებს.

მანამდე კი, გუნდები საკუთარ ვებ-გვერდებზე ოფიციალურად ეხმაურებიან მომხდარს:

„საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივისა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირება 85-ე წუთზე შეწყდა.

მატჩის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივარს შორის დაპირისპირება მოხდა.

მატჩის შედეგისა და სანქციების შესხებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს" - ეს არის, „ლოკომოტივის" ოფიციალური განცხადება, რომელიც საფეხბურთო კლუბმა, თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

"ტორპედოსა" და "ლოკომოტივის" მატჩი ფანების ჩხუბის გამო შეწყდა. მატჩის შესახებ გადაწყვეტილებას სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს" - ეს კიდევ, „ტორპედოს" ფეისბუქგვერდზე გაკეთებული მოკლე სტატუსია.

დაწვრილებით იხ. ბმული : http://tajiji.blogspot.com/2017/08/blog-post.html?view=flipcard

#ეროვნულილიგა

#ლოკომოტივი

#ტორპედო

 

გამოყენებულია "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" პრეს-სამსახურის ფოტო-მასალა