ქართული ოლიმპიური გუნდი 3 წევრით გაიზარდა

02.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ოლიმპიადაზე მონაწილე ქართული გუნდის რიცხვი კი, კიდევ 3 მონაწილით გაიზარდა. უკვე, ოფიციალურად გამოცხადებულ 32 ოლიმპიელს მძლეოსნები დაემატნენ.
ტოკიოში ბირთვის კვრაში სოფიკო შათირიშვილი იასპარეზებს. სოფიო, ქართული გუნდის მე-6 ქალი მონაწილეა.
ვაჟთა შორის, ბირთვის კვრაში, საქართველოს წარმომადგენელი იქნება ბენიკ აბრამიანი. ხოლო, სიგრძეზე ხტომაში, ბაჩანა ხორავა შეეცდება წარმატების მიღწევას.
საერთო ჯამში, ამომავალი მზის ქვეყანაში საქართველოდან 5 მძლეოსანი გაემგზავრება. ახლი ლიცენზიანტების გარდა, ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდათ, ლაშა ღულელაურსა (სამხტომი) და გიორგი მუჯარიძეს (ბირთვის კვრა).
საქართველოს ოლიმპიური გუნდი
ფოტო: გურიის ამბები





ჩვენ








