
დღეს, სტარტი აიღო ქალთა შორის, საქართველოს თასის, 2021 წლის გათამაშებამ. საქართველოს თასის რიგით მეორე ტურნირში, ქალთა გუნდების რეკორდულმა რაოდენობამ - 16 გუნდმა დაწყო ასპარეზობა, როგორც ქალთა ლიგიდან, ასევე ქალთა ლიგა 2-დან.
3 ივლისი
ლანჩხუთი - ბათუმი 3-0
მართვე - ნორჩი დინამო 1-3
ივერია - ნიკე 0-11
ზარზმა - ხობის კოლხეთი 0-8
რაჭა 2020 - ფენიქსი 2-4
ბახტრიონი - გორი იუნაიტედი 0-19
დინამო სოხუმი - კვარტალი 1-10
მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებში გამარჯვებულები, ერთმატჩიან დაპირისპირებაში ვლინდებიან. შესაბამისად, 1/8 ფინალის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე ქალთა ლიგიდან ლანჩხუთი, ნორჩი დინამო, ნიკე, ხობის კოლხეთი, გორი იუნაიტედი და კვარტალი დარჩნენ.
გათამაშების ამ ეტაპზე, ორ წყვილში ქალთა ლიგის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ქუთაისში, სტუმრად ჩასულმა ნორჩმა დინამომ 1-3, ადგილობრივი მართვე დაამარცხა. ლანჩხუთმა კი, ბათუმელები მიიღო სახლში და სამბურთიანი სხვაობით, 3-0 მოიგო.
მომდევნო ეტაპზე აგრძელებს ასპარეზობას, ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატების დებიუტანტი ლიგა 2-დან, ზუგდიდის ფენიქსი, რომელსაც ხვალ, ბოლო მერვედფინალური მატჩის გამარჯვებული, ქალთა ლიგა 2-ელი, კიდევ ერთი გუნდი შეუერთდება.
4 ივლისი, 1/8 ფინალი
18:00 / დიდგორი მცხეთა - ქარიშხალა საჩხერე





ჩვენ








