ოქროს ბაბუები...
ოქროს ბაბუები...
04.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღის წინ, ლაშა შავდათუაშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისაგან მსოფლიო ჩემპიონისათვის განკუთვნილი არშია მიიღო. ქართველი ფალავანი, ტოკიოს ოლიმპიადაზე, სწორედ ამ აღნიშვნით იასპარეზებს. პარალელურად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, Pedro Lasuen-ის საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა სათაურით „ოქროს ბაბუები", რომლის თარგმანსაც ახლა გთავაზობთ.


***


გამოცდილებას უნდა პატივი სცე, რამეთუ საზოგადოება ცხოვრებისეული სკოლაა, მაგრამ თუკი, გამოცდილებას თედი რინერის ან ლაშა შავდათუაშვილის სახე აქვს, შესაძლოა, რომ ახალგაზრდა ძიუდოისტები ცოტას  ღელავდნენ და სწუხდნენ. არ წახვიდე ტოკიოში, რომ არ მიიღო „გაკვეთილი", მაგრამ რომ მოიგო და ეს, რომ ხუმრობა არაა, ყველამ იცის.




80-იან წლებში, ერთი ფრაზა გახდა პოპულარული: „სანტიაგო ბერნაბეუზე, 90 წუთი, ძალიან ბევრია", თუმცა, 4 წუთიც, როცა ტატამზე ტედი რინერია შესაძლოა მარადიულად გეჩვენოს. როდესაც ფრანგს, პირველად შეავლებ თვალს, დაითრგუნები. ორ მეტრზე დიდი, 130 კგ, კუნთმაგარი და დიდი ისტორიით. ტედი რინერი, თავის მეოთხე ოლიმპიადას ისეთი მისიით იჭიდავებს, რაც სხვას არ გაუკეთებია. ის, 2012 წლიდან მოყოლებული, მოიგებს ზედიზედ მესამე ოქროს მედალს, პეკინში, 2008-ში აღებული ვერცხლი, მწარედ ეჩვენა, რადგან ის ტიტულისთვის იბრძოდა. 2012 წელს, ლონდონში, ოქროს მედლის მოგებით, მან საფუძველი ჩაუყარა საკუთარ ლეგენდას, რამეთუ, ფრანგმა ტიტულებთან ერთად, ბიძგი მისცა, ეს ლეგენდა მის ირგვლივ განვითარებულიყო და არა პირიქით. ბოლო 10 წლის მანძილზე, ბევრი სტრატეგია შეიმუშავეს ფრანგის დასამარცხებლად, თუმცა, ამან, მხოლოდ ორჯერ გაჭრა.




რინერმა შეინარჩუნა ოქრო რიოში და შემდეგ აიღო ხანგრძლივი შვებულება. დანარჩენი ცნობილია, კოვიდის გამო შეცვლილი მოსამზადებელი პერიოდი, შემდგე ხელახალი გამოჩენა დოჰაში მოგებული ტურნირით და მეტი არაფერი. არავინ იცის რა ფორმაშია და რა შეუძლია. ერთადერთი, რაც იციან და ყველა მძიმეწონოსანს ადარდებს არის ის, რომ ტოკიოში რინერი არ იქნება განთესილი. რინერისთვის სულერთია, მას უბრალოდ კვალიფიკაციის გავლა უნდა, სხვები კი ღელავენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც რეიტინგების სათავეშია და თუ რატომ, რთული მისახვედრი არაა. წარმოიდგინეთ, რომ 5 წელი იბრძვი იმისთვის, რომ იყო საუკეთესოთა შორის, მოხვდე ოლიმპიური თამაშების ისეთ ბადეში, რომ მშვიდად გაიარო პირველი რაუნდი და ამ დროს, „საუზმობა" რინერთან ერთად გიწევს. ეს წილისყრა არ იქნება, ნანატრი „კერძი" და ამავდროულად, მძიმეწონოსნებში, მალევე გაარკვევს ზოგიერთი ფავორიტის ბედს. სხვები კი ვინც, ფრანგს ასცდებიან, შვებით ამოისუნთქებენ. ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ მასთან შეხვედრა, რადგან ვერ გახდები ოლიმპიური ჩემპიონი, თუ ვერ მოიგე საუკეთესოებს. თუმცა, ფაქტია, რომ ტურნირზე, ფრანგის არსებობა, რითმს აძლევს და ცვლის ბევრ რამეს.

 

გრძელ მარათონში, არის კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ჩემპიონი ძიუდოისტი. ერთ საქმეა, რომ მესამედ ან მეოთხედ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში და სხვა საქმეა, სრულიად სხვა საქმეა, მონაწილეობდე ფავორიტის სტატუსით.




ლაშა შავდათუაშვილი, რინერს, 2012 წლიდან, ლონდონის ოლიმპიური თამაშებიდან იცნობს. ჩვენ არ ვიცი, გამოელაპარაკნენ თუ არა ისინი ერთმანეთს, მაგრამ მაშინ გაიმარჯვა ქართველმაც. ის არის კიდევ ერთი გამოცდილი ტოკიოს თამაშებზე და რაკეტასავით სწრაფია. ივნისში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, შავდათუაშვილმა ბოლოჯერ მიპოვა ერთ-ერთი მთავარი ტიტული და ამით, მისი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. შესაძლოა, მისთვის ამ ოლიმპიადაზე გამარჯვება უფრო რთული მისია იყოს, რადგან -73 კგ კატეგორიაში, ონო შოჰეი ლიდერობს. ყველა აღფრთოვანებულია იაპონელი ძიუდოისტით და მას ვუნდერკინდადაც მიიჩნევენ, რომელსაც კარგა ხანია არ წაუგია ბრძოლა. მაგრამ აქაც, რინერის მსგავსად არის ერთი „გარღვევა". ონო, კარგა ხანია, 2020 წლის მარტის შემდეგ, არ გამოჩენილა მსოფლიო „სარბიელზე". რინერის მსგავსად, ისიც არ იქნება განთესილი, მაგრამ ამ წონით კატეგორიაში მონაწილეებს, უფრო შავდათუაშვილი აღელვებთ, რომელმაც ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. ქართველი იქნება მეორე განთესილი და ყველამ იცის, რომ ის კარგად არის მომზადებული და იმაშიც მშვენივრად ერკვევა, როგორ მოიგოს ოლიმპიური მედალი.




დასკვნების გამოსატანად, სამი ოლიმპიურ ციკლი საკმარისია. რინერმა იცის, რომ მას ყველა მოელის. შავდათუაშვილმა იცის, რომ მედლის მოგება შესაძლებელია, ნებისმიერი ყალიბის. ეს არის, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შემდეგ შემორჩენილი ორი ვეტერანი ძიუდოისტი. ორი ოქროს ბაბუა, რომლებსაც აქვთ საჭირო გამოცდილება მიზნის მისაღწევად. ყველა ამ მიზეზის გამო, ამ გამოცდილებას პატივი უნდა სცე, მითუმეტეს თუ მას სახე აქვს.  



სტატიაში გამოყენებულია Gabriela Sabau, Marina Mayorova, Emanuele Di Feliciantonio ფოტოები