კადეტებს შორის 12-დან ექვსმა მედლები მოიგო
კადეტებს შორის 12-დან ექვსმა მედლები მოიგო
05.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩეხეთში, ივლისის დასაწყისში, ტეპლიცეს ევროპის თასი გაიმართა ძიუდოში კადეტთა შორის. წარმომადგენლობით ტურნირზე, რომელშიც 28 ქვეყნიდან, 371 სპორტსმენი მონაწილეობდა, მედლების კომპლექტები, 16 წონით კატეგორიაში გათამაშდა. ტურნირზე, საქართველო 12 სპორტსმენით, 4 წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.


შესაბამისად, ჩვენი გუნდის კადეტებმა, ყველა წონით კატეგორიაში მოახერხეს მედლების მოპოვება.


ოქროს მედალი

-90კგ არჩილ მამულაშვილი  

+90კგ გიორგი ტაბატაძე


ვერცხლის მედალი

-73კგ ვახტანგ პავლიაშვილი

-81კგ ალექსანდრე ლოლაძე


ბრინჯაოს მედალი

-73კგ გივი ხოსიტაშვილი

+90 კგ საბა ქარდავა


აღსანიშნავია, რომ +90კგ-ში ქართულ ნახევარფინალში გიორგი ტაბატაძე და საბა ქარდავა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით კი, ამ წონით კატეგორიაში, ქართულ ნახევარფინალში გამარჯვებული, გიორგი ტაბატაძე ტურნირის გამარჯვებული გახდა, საბა ქარდავა კი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.