საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

07.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ვარშავაში დასრულებულ ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ჩვენი ეტლით მოფარიკავეები - ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი წარმატებით გამოვიდნენ და ოქროს მედლები მოიგეს.
საქართველოს ნაკრები 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში პოლონეთის ნაკრებს შეხვდა და 45-34 დაამარცხა. ფინალლში კი, ჩვენმა გუნდმა უკრაინას, მინიმალური სხვაობით, 45-43, სძლია.
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები, ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას, რომელიც 9-12 ივლისს გაიმართება.





ჩვენ








