უიღბლობა და ორი შეცდომა
უიღბლობა და ორი შეცდომა
07.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

"უნდა მორჩეს ის დრო, როდესაც ვიტყვით, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. თუმცა, დღეს, სწორედ, ესეთი თამაში იყო", - იტყვის კახა ცხადაძე, მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღეს, „დინამო არენაზე", მართლა ასეთი თამაში იყო. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში, საქართველო მოქმედ ჩემპიონს, "დინამო თბილისს", თავი არ დაუზოგავს და თუ, არ ჩავთვლით, ორივე ტაიმში, რამდენიმე წუთიან ჩავარდნას "დინამო თბილისი" დღეს მეტოქეს ჯობდა.




„პირველ ნახევარში იმუშავა იმ სქემამ, რაზეც ვიმუშავეთ, დიდი უპირატესობა გვქონდა. მათმა მეკარემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. კარგად თუ გავაანალიზებთ ამ თამაშს, შინ წაგების მიუხედავად სტუმრად გამარჯვებაზე უნდა ვითამაშოთ. უფრო კარგად თუ გამოვიყენებთ იმ მინუსებს, რაც „ნეფთჩის" აქვს, შეგვიძლია ამ თამაშის მობრუნება. რა თქმა უნდა, „ნეფთჩიც" გააკეთებს ანალიზს, ისინიც რაღაცებს გაითვალისწინებენ, მაგრამ შანსი არ დაგვიკარგავს", - იტყვის მატჩის შემდეგ კახა ცხადაძე.


ფაქტია, რომ დღეს, „დინამო თბილისმა" მოწინააღმდეგის მიერ დაშვებული ბევრი შეცდომა ვერ გამოიყენა. შესაბამისად, ისმის კითხვა, მაშინ რა გვაკლდა? ან რამ შეგვიშალა ხელი? პირადად, ჩვენი მოსაზრებით, თამაშში იყო, რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი:


- გვაკლდა, ცოტა მეტი სიზუსტე და იღბალი დამაგვირგვინებელ ფაზაში;

- ქართული გუნდისთვის სამწუხაროდ, ბაქოელთა კარის დარაჯის კარგ თამაშს გვერედს ვერ ავუვლით. სხვათა შორის, ის „ნეფთჩის" სათადარიგო მეკარეა და შესაბამისად, პირველობაზეც იბრძვის. ბუნებრივია, რომ თავის გამოჩენა უნდოდა.

- სამწუხაროდ, ებრაელი მსაჯის არალოიალური და ხშირ შემთხვევაში, ანტიქართულკლუბური გადაწყვეტილებები. მაგალითდ, დინამოელთა შეტევის დროს, ქართული გუნდის საზოანოდ შეჩერებული თამაში, ანდა სულაც გაუქმებული 11-მეტრიანი (სხვათა შორის, მოგვიანებით, თითქმის ანალოგიურში, რადგან კვასხვაძეს აღებული პენალტი დაფიქსირებული ჰქონდა, ევრო 2020-ზე შმეხელის მოგერიებული კი ინგლისმა გოლად აქცია და დროზე ადრე შერბენილი ფეხბურთელები, უბრალოდ არ დაინახეს);

- დავუშვით, ორი მიამიტურიშეცდომა, რამაც თამაშის ანგარიში განაპირობა...




როდესაც მატჩის, წინ, ბაქოელები ჩვენს მინუსებზე საუბრობდნენ, ეს სწორედ, იმ მინუსებიდან ნაწილი იყო, რაც მათ კარგად გამოიყენეს.


„ნეფთჩი" ძალიან სწრაფი გუნდია და ეს კარგად ვიცოდით. ძალიან კარგად გამოგვდიოდა პირველ ტაიმში დაკარგული ბურთის დაბრუნება. რა თქმა უნდა, გვყავდა ფეხბურთელები, რომლებიც 65-ე წუთის მერე შესაცვლელი იყო და ეს გავაკეთეთ კიდეც. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ვჩქარობდით მეორე გოლის შემდეგ. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ ფეხბურთელის ფსიქოლოგიაა, რადგან როცა პირველ ტაიმში გოლს უშვებ, იცი, რომ წინ დიდი დრო გაქვს, ხოლო მეორე ტაიმში ასე აღარაა და ამან იმოქმედა. ბევრი მომენტი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ და წაგების მთავარი მიზეზი ეს არის. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდით გულის წყვეტისთვის. თუმცა, „ნეფთჩი" ძალიან კარგი გუნდია, დამსახურებულად გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი, „ყარაბაღს" აჯობა და ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ სერიოზული გუნდია. გეთანხმებით, რომ გამოცდილების ნაკლებობა იყო. გამოცდილ ფეხბურთელს მომენტის შესრულება გაცილებით უკეთ შეუძლია. მეტოქის რიგებში ყველაზე მთავარი ფიგურები იყვნენ მეკარე, ალასგაროვი, მაჰმუდოვი, სამივე ადგილობრივი ფეხბურთელები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ლეგიონერები ჰყავთ. ალბათ ეს იყო გადამწყვეტი და ეს პლუსი აქვთ", - თქვა ცხადაძემ.




„დინამო თბილისი" - "ნეფთჩი" ბაქო 1-2  / უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, 1 საკვალიფიკაციო, 1 მატჩი / 07.07.21


მატჩის სრული სტატისტიკა


დინამოელთა მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ახლა შეცდომების გასასწორებლად ერთი კვირაა დარჩენილი. ალბათ,  ახლა მთავარია გუნდი დამშვიდდეს, გააკეთოს სწორი ანალიზი და დასკვნები და მოემზადოს, საპასუხო თამაშისთვის, რომელიც 14 ივლისს, ბაქოში გაიმართება.


და ბოლოს, „დინამო თბილისისა" და „ნეფთჩის" შეხვედრაზე, სტადიონზე გულშემატკივრის დასწრება, „დინამო არენის" ტევადობასთან ფარდობითობაში  50%-ით იყო დაშვებული. მატჩს, კი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაშვებულის 22%-ი დაესწრო. შესაბამისად, თუ დღეს, თბილისელთა თამაშში, ოდნავი გამოცოცხლებაც იგრძნობოდა, ეს, სწორედ, სტადიონზე მოსული ქომაგების დამსახურებაა. შესაბამისად, ეროვნული ლიგის ტური იქნება თუ, საერთაშორისო თამაში, გუნდის მოტივატორები, სოწრედ, ტრიბუნაზე მოსული მე-12 მოთამაშე უნდა გახდეთ. სხვა ვარიანტში, სულ ერთ წრეზე ვიტრიალებთ.




მატჩის ფოტო-გალერეა