
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2017 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. აღნიშნული ჯილდო ვის თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველს სოლომონ კვირკველიას ერგო! ქართველი მოთამაშეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული წელი ქონდა.
ქართველმა მოთამაშემ ჟურნალისტებს სიხარული გაუზიარა და აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს მოსაპოვებლად ძალიან ბევრს შრომობდა.
„2017 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მხარი მე დამჭირა. სამომავლოდ ეს ჩემთვის სტიმული იქნება. ეს შრრომის დამსახურებაა, შრომის გარეშე არაფერი არ მოდის, განსაკუთრებით სპორტში და მაქსიმალურად ვაკეთებდი ყველაფერს, რომ დღეს მე ეს ჯილდო დამეჭირა ხელში“, - განაცხადა კვირკველიამ.





ჩვენ








