
სამმა ქართულმა კლუბმა - გორის „დილამ", „გაგრამ" და ბათუმის „დინამომ" დღეს, უეფა-ს 2021 წლის ევროტურნირების სეზონი გახსნეს. სამივე კლუბი, უეფა-ს ახალ საკლუბო ტურნირში, კონფერენს ლიგაში მონაწილეობს.
***
ქართული გუნდებიდან, სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა „გაგრას" თამაში, რომელიც პოდგორიცაში, არენა ლეშკოპოლიეზე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „სუტიესკა" ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა, გაგრელებმა თამაშოს „დალაგება" მოახერხეს, შეხვედრის დასასრულს კი, ქულის გადარჩენასაც შეეცადნენ. თუმცა, პირველი რაუნდის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი, მონტენეგროელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა და ამ წყვილის დაპირისპირებაში, საბოლოო გამარჯვებულიც საპასუხო მატჩის შემდეგ, 15 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
***
მოულოდნელი გამოდგა, მხოლოდ გაგრელთაგან განსხვავებით, უარყოფითი ემოციით დატვირთული გორის „დილას" სასტარტო შეხვედრა. სლოვაკურმა გუნდმა, ანგარიში, შეხვედრის მე-6 წუთზე გახსნა და 25-ე წუთისთვის, „ჟილინა" უკვე 2-0 იგებდა. როგორც ჩანს, ამ გარემოებამ გორელთა გეგმები დაარღვია და ეს შედეგზეც აისახა. ქართულმა გუნდმა ერთად-ერთი, პრესტიჟის გოლის გატანა, 84-ე წუთზე მოახერხა. თუმცა, ამ მომენტისთვის, „ჟილინას", „დილას" კარში, 5 გოლი ჰქონდა გატანილი. მატჩი, სლოვაკების გამარჯვებით, 5-1 დასრულდა და თუ, გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე სასწაული არ მოხდა, ამ წყვილში, გამარჯვებულის ბედი, წესით უკვე ცნობილია.
***
დღეს, გამართული შეხვედრებიდან, ერთად-ერთი, სადაც შედეგში ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი, სან-მარინოში გამართული დაპირისპირება იყო. წილისყრის შემდე, ცნობილი იყო, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს", პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ყველაზე სუსტი მეტოქე შეხვდა, რაც კი, აქამდე ქართულ გუნდებს შეხვედრით. ბუნებრივია, რომ ეს უპირატესობა, კარგად გამოიყენეს, გია გეგუჩაძის შეგირდებმა და 0-4 მოიგეს. „ტრე პენე"-სთან, საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს და 15 ივლისს, საკუთარი გულშემატკივრის წინ, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე, გემრიელად ივარჯიშებენ.





ჩვენ








