
ერთი წლით გადადებული ევრო 2020-ის გამარჯვებული იტალიის ეროვნული ნაკრები გახდა. ლონდონურ „უემბლიზე", სადაც იტალიიდან, საკუთარი გუნდი საქომაგოდ ჩასვლა 2000-მდე გულშემატკივარს მიცეს, სტადიონის დაცვის კორდონები კი, ბრიტანელმა გულშემატკივარმა გაარღვია და შესაბამისად, ამ რანგის შეჯიბრზე უბილეთოდ შეღწევა მოახერხა, სკუადრა აძურამ, 11-მეტრიანების სერიაში გაიმარჯვა.
„თქვენ გააკეთეთ ძალიან ბევრი, მაგრამ დღეს, თქვენი დღე არ იყო. თავი მაღლა უნდა ასწიოთ და იამაყოთ. მჯერა, ბევრი რამ კიდევ წინ არის", - ასეთი მიმართვა გაავრცელეს ტვიტერში სამეფო ოჯახის წევრებმა ქეითმა და უილიამმა, კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ. ინგლისის ნაკრების დიდ მომავალზე დაწერს ცნობილმა ბრიტანელმა სპორტსმენმა, მსახიობებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. ამის პარალელურად კი, ჯერ კიდევ დანიასთან მოგებული 1/2 ფინალის შემდეგ, დღემდე არ ცხრება დავა 11-მეტრიანის შესახებ, რომელმაც 11 ივლისის ფინალური მატჩის საგზური, სწორედ ინგლისს მიაკუთვნა.
მატჩი კი, იტალიის ნაკრებისთვის სრულიად მოულოდნელად დაიწყო. გარეთ საუთგეიტის გუნდმა, რომელმაც 3 ცენტრალური მცველით გადაწყვიტა ფინალის თამაში, ფლანგებს მისცა მეტი მანევრირების საშუალება და მე-2 წუთზე, ანგარიშიც გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი გოლის შემდეგ, ინგლისის ნაკრებმა, გარკვეული მომენტი, თამაშის სადავეების ხელში აღებაც მოახერხა, პირველი ტაიმის შემდეგ, სტატისტიკა უკვე ამბობდა, რომ იტალიელები, რომლებსაც ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგვე უწინასწარმეტყველეს ფინალში თამაში, ასე ადვილად არ დანებდებოდა. მატჩის ძირითადი დრო და დამატებითი ორი ტაიმი ფრდ, 1-1 დასრულდა. პენალტების, დრამატულ სერიაში კი, იტალიის ნაკრებს გაუმართლა და 3-2 გაიმარჯვა. სწორედ, ამ სერიამ განაპირობა, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელეს. ჯიჯი ბუფონის ღირსეულმა შემცვლელმა, თავის კარიერაში, მეხუთედ მოიგო 11-მეტრიანების სერია.

„გული მწყდება ინგლისის ნაკრებზე, რადგან შესანიშნავად ჩაატარა ტურნირი. ძალიან მოუმატა თამაშს. ვფიქრობ, ის განაგრძობს პროგრესს. თუმცა, ახლა ყველა იტალიელის მაგივრად გვიხარია", - ამბობს რობერტო მანჩინი, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მატჩის დასრულების შემდეგ.
ინგლისს ვერ უშველა ვერც დედოფლის დალოცვამ, ვერც წითელ-თეთრ ფერებში გაფორმებულმა ტრანსპორტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვერც გადაძეძგილმა ფაბემა და ვერც დაშვებულზე მეტი რაოდენობით - „უემბლიმ". ამბობენ, ამ დღეს ლონდონის მაღაზიებში ლუდიც კი გათავებულა, თუმცა...
ინგლისის ნაკრების მოლოდინი, რომ 1966 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთი „სახლში ბრუნდებოდა" არ გამართლდა და რომში დაწყებული ევრო 2020-ის საფეხბურთო ზეიმი, ალბათ კიდევ რამდენიმე დღე, რომში და დიდი ალბათობით, მთელს იტალიაში გაგრძელდება.
„დაცვაში კარგად ვიმუშავეთ. ზუსტი პასებით ვიწყებდით შეტევას და გავიტანეთ უმნიშვნელოვანესი გოლი", - ამბობს ლეონარდო ბონუჩი, მატჩის დასრულების შემდეგ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, როგორ ჩამოჭრეს, მატჩს დასრულების შემდეგ, კარის ბადე იტალიელმა ფეხბურთელებმა. ამის შესახებ, წერენ იმ აღშფოთებული ბრიტანელი ფანების ნაწილიც, რომელთა მეორე ნაწილმა, არაფრად ჩააგდო, სტადიონის უსაფრთხოება და ბადე კი არა, მატჩამდე, სტადიონზე შესაღწევად, საგანგებო კორდონები გადაანგრია. პარალელურად, ლონდონის პოლიციამ დაიწყო გამოძიება, სოციალურ ქსელებში, ინგლისის ნაკრების ფერადკანიანი მოთამაშეების, მარკუს რეშფორდის, ბუკაიო საკასა და ჯეიდონ სანჩოს მიერ, გაცუდებული 11-მეტრიანების გამო დაწყებული რასისტული კამპანიის წინააღმდეგ. ბრიტანული მედია იტყობინება, რომ ამ მომენტისთვის დაკავებულია 49 ადამიანი, ფანებთან დაპირისპირებისას კი, სულ მცირე, 19 პოლიციელია დაშავებული.


მატჩის სტატისტიკა
სხვა მნიშვნელოვანი დეტალები:
- იტალია გახდა რიგით მეოთხე ქვეყანა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი მოგებული აქვს ერთ ჯერზე მეტად: გერმანია (3), ესპანეთი (3), საფრანგეთი (2), იტალია (2). იტალიელების მიერ მოპოვებულ ორ ტიტულს შორის 53 წელია გასული.
- ევროპის ჩემპიონატებზე, იტალია გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც ერთ ჩემპიონატში ორჯერ მოიგო პენალტების სერია.
- „ჩელსის" ნახევარმცველი ჟორჟინიო გახდა მე-10 ფეხბურთელი, რომელმაც ერთი წლის მანძილზე მოახერხა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და ევრო-ს მოგება.
- იტალია, 2018 წლიდან მოყოლებული 34-ე მატჩია არ აგებს.
- მხოლოდ, მე-19 თამაშისას იტალიამ, მეტოქეს შანსი მისცა ანგარიში გაეხსნა.
- იტალიელებმა, ერთ ბურთზე მეტი, ევრო-ს გათამაშებების ფინალურ სტადიაზე, ბოლო 21 მატჩში, მხოლოდ, 2012 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ გაუშვეს (0-4).
- ლეონარდო ბონუჩიმ, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე, მე-18 მატჩი ჩაატარა, რაც იტალიის რეკორდია. ჯორჯო კიელინიმ კი ჯიჯი ბუფონის რეკორდი გაიმეორა და მე-17 მატჩი ითამაშა.
- 34 წლის და 71 დღის ასაკში, ბონუჩი, ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევრო-ს ფინალში გოლი გაიტანა.
- ჰარი კეინმა ევრო-ს ფინალურ სტადიაზე მე-11 მატჩი ჩაატარა და ამით გარი ნევილის შედეგი გაიმეორა.
- შოუმ გოლი 1:56 წუთზე გაიტანა. შესაბამისად, ეს არის ევროპის ჩემპიონატების ფინალურ მატჩებში გატანილი ყველაზე სწრაფი გოლი და რიგით მეხუთე სწრაფი გოლი, ტურნირის ისტორიაში.
- ევრო 2021-ის ფინალური შეხვედრა იყო, რიგით მეშვიდე, რომელშიც დამატებითი ტაიმები დაინიშნა (1960, 1968, 1976, 1996, 2000, 2016) და მეორე ფინალი, რომელშიც ჩემპიონი 11-მეტრიანებმა გამოავლინა (1976).
ფოტოები / Photo by Alex Morton, Michael Regan, Shaun Botterill - UEFA/UEFA via Getty Images





ჩვენ








