
დღეს დილით, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ჩარტერული რეისით თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა. 50-წუთიანი ფრენის შემდეგ, დინამოელთა თვითმრიბავი აზერბაიჯანის დედაქალაქში დაეშვა, სადაც ჩვენი გუნდის ჩასვლის მომენტში, 38 გრადუსი სიცხე იყო. მოგვიანებით, გუნდი, Marriott Banvoy-ში დაბინავდა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 14 ივლისს, უეფა-ს ჩემპიპონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს, ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ. მანამდე კი, დღეს საღამოს, თბილისის დროით 20:00 თბილისელები, „ბაქსელ არენაზე", მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებენ.
თბილისიდან კახა ცხადაძემ 22 ფეხბურთელი წაიყვანა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე
მცველები: დავით კობოური, ნოდარ იაშვილი, ლევან ხარაბაძე, საბა ხვადაგიანი, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორქსლედე, სანდრო კალანდაძე
ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, გიორგი კუცია, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ქავთარაძე, თორნიკე მორჩილაძე, ბაქარ ქარდავა, ბარნს ოსეი, გიორგი ჩხეტიანი, მილან რადინი
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი და თორნიკე ახვლედიანი

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისისა" და ბაქოს „ნეფთჩის" პირველი დაპირისპირება, სტუმართა გამარჯვებით 1-2 დასრულდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუნდების პირველი დაპირისპირება, ქართველა გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, როგორც პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისელთა მთავრმა მწვრთნელმა, კახი ცხადაძემ აღნიშნა, „დროა დასრულდეს ლაპარაკი, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ-ო, თუმცა, დღეს, სწორედ, ეს შემთხვევა იყოო".
„ნეფთჩისა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირებას, ხვალ მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. წინასწარი ინფორმაციით, ცნობილია, რომ ადრე გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ბაქოში, თამაშზე, გულშემატკივარი არ დაიშვებოდა, დღეს შეცვლილია და შეხვედრას, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, გულშემატკივართა 50% (6-7 ათასი) დაესწრება.


სპეციალურად ბაქოდან





ჩვენ








