„დინამოში“ ცვლილებები გრძელდება
„დინამოში“ ცვლილებები გრძელდება
29.12.2017
ავტორი:

„დინამო თბილისი" ახალი სეზონისთვის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით 2018 წლის 10 იანვარს შეიკრიბება. მანამდე კი, ფეხბურთელები იმ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებენ მზადებას, რომელიც მათ ეროვნული ლიგის 2017 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დაურიგდათ.

ამასობაში, ლაშა თოთაძის, ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ზარიას შემდეგ, კიდევ ერთმა დინამოელმა, ბაქარ ქარდავამ თბილისურ კლუბთან ხელშეკრულება 2020 წლის ჩათვლით გააგრძელა. „დინამო თბილისის" საყრდენი ნახევარმცველი, გემახსოვრებათ, ტრავმის გამო, ბოლო თამაშები გუნდს ვეღარ ეხმარებოდა.

„სეზონის ბოლოსკენ, თითი მქონდა მოტეხილი და ამის გამო, მნიშვნელოვანი თამაშების გამოტოვება მომიხდა. ახლა, ფეხი კარგად მაქვს. ბოლომდე მოვირჩინე. 10-ში როდესაც შევიკრიბებით სრული დატვირთვით შევძლებ ვარჯიშს. რაც შეეხება კონტრაკს მინდა, რომ „დინამოსთან" , დიდ წარმატებას მივაღწიო და მჯერა, მომავალ წელს ჩემპიონები გავხდებით", - ამბობს ბაქარ ქარდავა.

ქარდავა, დინამოში „ცხინვალიდან" გადმოვიდა და მალევე გახდა გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. საერთო ჯამში, ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის გათამაშებაში, „დინამო თბილისის" მაისურით, 32 შეხვედრაც ჩაატარა.

ახალი წლის დასაწყისში სავარაუდოდ, „დინამო თბილისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს საჩხერის „ჩიხურას" ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილი. ფეხბურთელი, თბილისურ კლუბში 2017 წლის ზაფხულშიც ცდილობდა გადმოსვლას. თუმცა, მაშინ ივანიშვილმა საჩხერეში დარჩენა ამჯობინა.  სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, კი ფეხბურთელი „დინამოსთან" ხელშეკრულებას მას შემდეგ გააფორმებს, რაც „ჩიხურასთან" დადებული კონტრაქტის ვადა 2017 წლის 31 დეკემბერს ამოეწურება. ამ ეტაპზე, გიორგი ივანიშვილსა და „დინამო თბილისს" შორის, ერთწლიანი ურთერთანამშრომლობის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ფეხბურთელი, საქართველოში დღეს ბრუნდება.

კიდევ ერთ ახალწვეული, რომლის „დინამო თბილისში" ყოფნა, არყოფნის საკითხი უახლოეს საათებში გაირკვევა ოთარ გოშაძეა.

„საბურთალოსთან" ხელშეკრულება 2018 წლის ბოლომდე მაქვს. მიუხედავად ამისა, დღეს კიდევ მქონდა საუბარი კლუბების წარმომადგენლებთან და დაზუსტებით, შემიძლია ვთქვა, რომ ერთწლიანი „საიჯარო" წესით, მომავალ 2018 წლის ეროვნული ლიგის სეზონს, „დინამო თბილისში" ვითამაშებ. არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, ვარ გახარებული, რადგან ითამაშო „დინამოში", ყველასთვის დიდი პატივია", - ამბობს tsff.ge-სთან საუბარში ოთო გოშაძე.

შეგახენებთ, რომ ამ მომენტისთვის უკრაინელი 2 ლეგიონერის სერგეი ლიტოვჩენკოსა და ბოგდან მიშენკოს გარდა, გუნდი დატოვეს ნუკრი რევიშვილმა და ბექა მიქელთაძემ. "იჯარის" ვადა გაუვიდა გუნდში, კიდევ ერთ დინამოელს, ლევან გეგეჭკორს.