
საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" დღეს, თბილისის დროით 20:00, „ბაქსელ არენაზე" დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ივარჯიშეს. თბილისელთაგან, ბაქოში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადა და საბრძოლო განწყობაზეა.
„ამ წყვილში, ჯერ არაფერი დასრულებულა. წინ ხვალინდელი მატჩია. ბაქოშიც, მოსაგებად ჩამოვედით და ხვალ, ჩვენ შევეცდებით, მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულოთ და ორი შეხვედრის ჯამში გავიმარჯვოთ. გავიდეთ, შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე", - ამბობს გიორგი კუცია ტრადიციულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

ამავე პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანული მედია, შეიძლება ითქვას, ორ ნაწილად იყო გაყოფილი. უფროს ზუსტად თითქმის უმრავლესობა, ადეკვატურად მსჯელობდა და ეკითხებოდა ქართველთა მწვრთნელს, რამდენიმე კი, ცდილობდა, „რაღაც" ეპოვა. „11-მეტრიანზე, რისი თქმა შეგიძლიათ", იკითხა ერთმა ჟურნალისტმა, რაზეც ცხადაძემ საკმაოდ დიპლომატიური პასუხი გასცა - „ასე, რომ თქვენი გუნდისთვის გაეტანათ გოლი, მაშინ რას იტყოდით?". ბაქოელი კოლეგების პასუხი, ცხადაძის მიერ დაბრუნებულ კითხვაზე ღიმილი იყო, რაც თავისთავად, მათივე შეკითხვის პასუხიც გამოდგა.

„ხვალ, ვფიქრობ, რომ უფრო დაძაბული თამაში იქნება, ვინაიდან ორივე გუნდი ერთმანეთზე, უკვე შედარებით, მეტ ინფორმაციას ფლობს და ორივე ეცდება, რომ შეცდომები გამოიყენოს. არ დაგეთანხმებით, რომ პირველი მატჩიდან გამომდინარე „ნეფთჩი" უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ. უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა და თქვენს მეკარეს 7 „სეივი" . სტატისტიკასაც, რომ შევხედოთ, ყველა ასპექტში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო. კარში რვაჯერ დავარტყით და მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ, რაც ასეთ დროს ძალიან ცოტაა. ხვალ, მთავარი იქნება, რომ საგოლე მომენტები უკეთ გამოვიყენოთ. პირველ მატჩში უხეში და ფატალური შეცდომები დავუშვით, რის გამოც წავაგეთ", - ამბობს ცხადაძე.
წლების შემდეგ, აზერბაიჯანში ჩასულ, ადგილობრივი მედიისთვის კარგად ნაცნობმა ცხადაძე, დღეს, „ბაქსელ არენა" შეაქო და მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი ბევრ გულშემატკივარს არ იტევს, დაახლოებით, 12000-მდე არის მისი ტევადობა, ფეხბურთის სათამაშოდ ის, მართლაც კომფორტულია.

„მე ყოველთვის მომწონდა მსგავს არენებზე თამაში, რადგან სუფთა საფეხბურთო სტადიონია და ასე რომ ვთქვათ, გულშემატკივარი ყუურზე გაზის. კომპაქტური არენაა, რაც ფეხბურთელებს დიდ მოტივაციას აძლევს. თბილისში პირველი გოლი ძალიან მოულოდნელად გავუშვით, მეკარეს არასწორი პოზიცია ჰქონდა, მეორე გოლიც ჩვენი ბრალი იყო, რადგან ბურთს ვფლობდით და მცველი შეცდა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მსგავსი შეცდომები დაუშვებელია, „ნეფთჩის" ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებენ, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს შეცდომები აღარ დავუშვათ", - ამბობს კახი ცხადაძე.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდი, ხვალ, ცხადაძის მიერ ნაქებ სტადიონზე (რაშიც არ შეიძლება არ დაეთანხმო) ბაქოს „ნეფთჩისა" და „დინამო თბილისს" შორის, დაპირისპირება, თბილისის დროით, 21:00 დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა, თბილისში, „დინამო არენაზე" , ქართულმა გუნდმა 1-2 წააგო. წყვილში გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირეოსის „ოლიმპიაკოსს" შეხვდება, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგაზე ალმატის „ყაირატსა" და ჰაიფას „მაკაბის" წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება.




სპეციალურად ბაქოდან
ასევე იხილეთ სტატია





ჩვენ








