ქართული გუნდები მეორე რაუნდი უეფა-ს კონფერენს ლიგაზე
ქართული გუნდები მეორე რაუნდი უეფა-ს კონფერენს ლიგაზე
15.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისში, გორსა და ბათუმში, უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის შეხვედრები გაიმართა. საქართველოს 3 ქალაქში მატჩები ნახევარსაათიანი შუალედებით დაიწყო.

 

თბილისი / „გაგრა" - „სუტიესკა" 1-1 (1-2)


„გაგრას" დამატებით დრომდე ერთი გოლი დააკლდა. ოდნავ განსხვავებული ორი ტაიმი, სადაც, ქართული გუნდი, მეორეში ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა სტუმართა, მონტენეგროელთა გოლით დაიწყო. რამდენიმე მცდელობი მიუხედავად, გაგრელებმა, ანგარიშის გათანაბრება, მხოლოდ შეხვედრის 86-ე წუთზე მოახერხეს. თამაზ მაქაცარიას გოლი, მართლაც ულამაზესი იყო. შავიზღვისპირელებს, დამატებით დროში თამაშის გადასაყვანად, ძირითადი დროის 4 წუითი და კიდევ, მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთი ჰქონდა. თუმცა, „გაგრამ" ორრაუნდიანი დუელის გადარჩენა ვერ შესძლო, შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა და უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებას (ორი შეხვედრის ჯამში 1-2) პირველი ეტაპიდან გამოეთიშა.

 

ბათუმი / „დინამო" ბთ - „ტრე პენეს" 3-0 (7-0)


აჭარულ გუნდს, მითუმეტეს საკუთარი ქომაგის წინაშე, არ გაჭირვებია სან-მარინოელთა მეორედ დამარცხება. უეფა-ს ტურნირებზე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ბათუმელებს, კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე ყველაზე სუსტი მეტოქე ერგოთ რაც კი, ოდესმე ქართულ გუნდებს შეხვედრიათ, შესაბამისად, გეგუჩაძის გუნდს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპამდე, ორი კარგი „ვარჯიშის" ჩატარება მოუხდათ. ანგარიში ბათუმელთა ლეგიონერმა, ვამარა სანოგომ მე-16 წუთზე გახსნა. მეორე ტაიმის საწყის 5 წუთში კი, გიული მანჯგალაძემ (47') და ჯოვინო ფლამარიონიმ (50') კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი და მატციც მშვიდად ჩაამთავრეს. ბათუმის „დინამომ" საპასუხო შეხვედრა 3-0 მოიგო და ახლა, გათამაშების მომდევნო ეტაპზე 22 ივლისს, ბათუმში, „ბატეს" დაუპირისპირდება.

 

გორი / „დილა" - „ჟილინა" 2-1 (3-6)


გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „ჟილინას" შეიძლება ითქვას ბევრად არც ადარდება, რომ ანდრეი დემჩენკოს გუნდი საპასუხო მატჩში სათამაშო უპირატესობას ფლობდა. მითუმეტეს, რომ პირველი ტაიმის მიწურულს სლოვაკებმა, 11-მეტრიანით ანგარიშის გახსნა მოახერხეს. პირველი ტაიმისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე, გოლი, ვაჰან ბიჩახჩიანმა გაიტანა. „დილამ", კამარას გოლით ანგარიში 58-ე წუთზე გაათანაბრა და შემდეგ 70-ზე, ვანდერსონის გოლით დაწინაურდა კიდეც, თუმცა, დულეის გადასარჩენად, გორელებს 3 გოლი და 20 წუთი დროღა რჩებოდათ. ამ რთული მისიის შესრულება კი, გორელებისთვის, ამ მოცემულობაში შეუძლებელი იყო. შესაბამისად, „დილამ", საპასუხო მატჩი კი მოიგო 2-1, მაგრამ  გათამაშებას გამოეთიშა.