
ქართველი ჩოგბურთელი ქალი, მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთში დასრულებული „ნურ-სულთანის" 60000-იანი ტურნირის გამარჯვებულია. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა 23 წლის ქართველმა, ფინალში რუსი ვალერია სავინიხი დაამარცხა სამ სეტში (4-6, 6-3, 6-2).
მარიამმა, გათამაშების პირველ და მეორე წრეში ჯერ, უზბეკი და ყაზახი ჩოგბურთელები შემდეგ კი, ¼ ფინალში ბელორუსი ჩოგბურთელი დაამარცხა. პირველი სეტის შემდეგ ქართველი 6-2 იგებდა. მეორე სეტში კი, როდესაც ანგარიში ჩვენიანის სასარგებლოდ 2-0 იყო, ბელორუსი ჩოგბურთელი მატჩიდან მოეხსნა, მარიამი კი, 1/2 ფინალში გავიდა, სადაც
ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა თანრიგშიც იასპარეზა. მისი მეწყვილე, ამჯერად, შვედი JACQUELINE Cabaj Awad. ქართულ-შვედური წყვილი დღეს მეოთხედფინალურ მატჩს ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ბელორუსიულ-რუსული დუეტის წინააღმდეგ გამართა, თუმცა 1/2 ფინალიდან, სანწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირამდე, შეგახსენებთ, მარიამი ყაზახეთის სხვა ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული, რუს ეკატერინა იაშინასთან ერთად გახდა.





ჩვენ








