
ნოვაკ ჯოკოვიჩი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. მსოფლიო რეიტინგების ნომერი პირველისთვის, როგორც ჩანს, მთავარი ღირებულება საკუთარი ქვეყანაა.
„მე დავბრონე ბილეთი ტოკიოში და სიამაყით შევუერთდები სერბეთის ნაკრებს, ოლიმპიურ თამაშებზე", - დატვიტა 34 წლის ჯოკოვიჩმა. „მეამაყება, რომ ჩავდივარ ტოკიოში და ჩემი ქვეყნის ეროვნულ გუნდს, ყველაზე ღირებული, ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლაში შევუერთდები. სერბეთის სახელით ასპარეზობა, ჩემთვის, ყოველთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და მოტივაციის მომცემი იყო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა ჩვენთაგანი გავაბედნიერო", - ამბობს ჯოკოვიჩი.
აღნიშნულ პოსტთან ერთად, ნოვაკის ტვიტერის გვერდზე იყო კიდევ ერთი მიმართვა, რომელშიც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, 6 წლის იაპონელ ბიჭუნას დაბადების დღეს ულოცავდა, უსურვებდა წარმატებას ჩოგბურთის შესწავლაში და პირდებოდა, რომ იაპონიაში, მას შეხვდებოდა.
2021 წლის სეზონზე სერბის ანგარიშზე უკვე არის ავსტრალიის და საფრანგეთის ღია ჩემიონატების, ასევე უიმბლდონის (რიგით მე-20) ტიტულები. ასე, რომ პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ამჯერად ოქროს „შეუტევს". სექტემბერში, აშშ-ს ღია პირველობის მოგების შემთხვევაში კი, ჯოკოვიჩი, ისტორიაში შევა, რომელმაც ერთ წელს, მნიშნელოვანი ტურნირების მოგება და ოქროს სლემის მოგება მოახერხა. დღემდე, ეს ტიტული მხოლოდ, ერთ ადამიანს, 1988 წელს, გერმანელ შტეფი გრაფს აქვს მოგებული.
აქვე გეტყვით, რომ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე უარი თქვეს, რაფაელ ნადალმა, დომინიკ ტიმმა, როჯერ ფედერერმა, დენის შაპოვალოვმა და მატეო ბერეტინიმ. შესაბამისად,
ოლიმპიურ თამაშებზე, ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის, ჯოკოვიჩიანად, მხოლოდ ხუთი წარმომადგენელიღა დარჩა - დანიილ მედვედევი, სტეფანოს ციციპასი, ალექსანდრ ზვერევი და ანდრეი რუბლიოვი. ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობს, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც ამ მომენტში, რეიტინგის 29-ე საფეხურზეა.





ჩვენ








