ექვსი მედალი და გუნდური პირველი
ექვსი მედალი და გუნდური პირველი
19.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი და 6 სხვადასხვა ყალიბის მედალი, მათ შორის, 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოსი - ასეთია, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნადავლი, პრაღაში დასრულებულ ევროპის თასის გათამაშებაზე, სადაც ჩვენი ნაკრები 27 სპორტსმენით, ყველა (სულ მედლების 7 კომპლექტი თამაშდებოდა) წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.


ევროპის თასის ოქროს მედლები მოიპოვეს:

-60კგ გიორგი სარდალაშვილი

-81კგ გიორგი შერაზადიშვილი


საკმაოდ საინტერესო გამოდგა -90კგ წონითი კატეგორია, სადაც 1/2 ფინალში, ერთბაშად სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, თუმცა, საბოლოოდ, ამ წონით კატეგორიაში, მხოლოდ ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო გვერგო.


ვერცხლი - ნიკა ხარაზიშვილი

ბრინჯაო - ლაშა მღებრიშვილი


ამ წონით კატეგორიაში, კიდევ ერთ სპორტსმენს, გიზო ღუღუნაშვილს შეეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება, თუმცა, გადამწყვეტი ბრძოლა, უნგრელ სპორტსმენთან წააგო. თუმცა, ისევე, როგორც ფინალი ხარაზიშვილმა. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლისთვის, მღებრიშვილმა რეპეშაჟიდან გასული თორნიკე ფოლადაშვილი დაამარცხა.


ბოლო ორი მედალი ქართველებმა -100კგ და +100 კგ წონით კატეგორიებში მოიპოვეს.


-100 კგ წონით კატეგორიაში, ასპარეზობა 4 ქართველმა ძიუდოისტმა დაიწყო. აქედან, ორი ერთმანეთს 1/2 ფინალში დაუპირისპირდა. შესაბამისად, ნახევარფინალის შემდეგ, მიხეილ ჯაფარიძემ ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დაჯერდა. ბრინჯაოს მედლისთვის კი, ერეკლე ბაზიერაშვილი, გერმანელ სპორტსმენთან დამარცხდა.


ოთხი ძიუდოისტი ასპარეზობდა +100 კგ წონით კატეგორიაშიც. მათგან ორი, 1/2 ფინალში გავიდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანმა საბა კამლაძემ, ბოლო ბრძოლაში რეპეშაჟიდან გასული დავით ბაღდავაძე დაამარცხა.