გთსუ სტუდენტური საკალათბურთო ლიგის გამარჯვებულია
გთსუ სტუდენტური საკალათბურთო ლიგის გამარჯვებულია
18.07.2021
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სტუდენტური ლიგის გათამაშება დასრულდა.


გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის გუნდი სტუდენტური ლიგის გამარჯვებულია. 18 ივნისს, გთსუ-მ ფინალური სერიის მეორე მატჩში, „სპორტუნი" 75-60 დაამარცხა და საერთო ანგარიშით 2-0 იმარჯვა.


აღსანიშნავია, რომ  სტუდენტური ლიგის ჩემპიონობასთან ერთად, გთსუ-მ, "ა" ლიგის საგზური მოიპოვა და მომავალ, 2021-2022 წლების სეზონზე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ საკალათბურთო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.


ამას გარდა, გთსუ,  "ა" ლიგაში მონაწილეობისთვის კალათბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდიდან 70 000 ლარის ოდენობით დაფინანსებასაც მიიღებს. ხოლო, მომდევნო სეზონისთვის სუპერლიგაში გადასვლის შანსი ექნება, თუკი, ლიგაში წარმატებით იასპარეზებს.