ოთხი ოქროს მედალი საფრანგეთიდან

18.07.2021
ავტორი: ო. მ.
საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა ფრანგულ სენ-ლორენ-დიუვარში გამართულ მსოფლიოს სერიის პირველ ეტაპზე 100%-იანი შედეგით დაასრულა ასპარეზობა, ჯემალ კილაძის გაწვრთნილი ოთხი შეგირდიდან ყველამ ჩემპიონობა მოიპოვა.
მსოფლიოს სერიის პირველი ეტაპის გამარჯვებულები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).
გადამწყვეტ შეხვედრებში ქელეხსაშვილმა რუმინელი ბუკური 2-1 დაამარცხა, ხუციშვილმა უკრაინელ რადულოვს ჯერ ჯგუფურ ეტაპზე 3-0 მოუგო ფინალში კი 1-0 სძლია, მარსაგიშვილმა თურქი ოზკაია წმინდად გააკრა ბეჭებზე, კორძაიამ კი რუმინელ კარასს 2-0 მოუგო.





ჩვენ








