საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო პერსონალი
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო პერსონალი
19.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ქართული დელეგაციის სამედიცინო შტაბში, რომელიც ოლიმპიური სოფლის მე-2 კორპუსის მე-2 სართულზეა განთავსებული, სრული მზადყოფნაა. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სოციალური ქსელით, რამდენიმე წუთის წინ, ქართველ ექიმთა ფოტო გავრცელდა.


„ჩვენი მედიკოსები საქმეში არიან - სამედიცინო და მანიპულაციების ოთახი მზადაა. ქართველი ოლიმპიელების მზადებისთვის, ზურაბ კახაბრიშვილი და თავისი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა მონაწილე სრულ მზადყოფნაში გავიდეს შეჯიბრზე!


ამ მომენტისთვის, ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში, ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად, რუსლან ღიბრაძე, ათუკა თელია, გიორგი ჭინჭარაული და დიმიტრი ბაღათურია იმყოფებიან", - ნათქვამია, ასოციაციის სოცქსელში გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარში.


შეგახსენებთ, რომ ტოკიოს 2020-ის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 23 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება. პირველი ქართველი ოლიმპიელები კი, ასპარეზობაში 24 ივლისიდან ჩაერთვებიან.


#ოლიმპიურიდროით


სსმა-ს ფოტო