ბათუმის „დინამო“ გულშემატკივარს განცხადებით მიმართავს
ბათუმის „დინამო“ გულშემატკივარს განცხადებით მიმართავს
20.07.2021
ავტორი: თ.ჯ.

ბათუმის ახალი სტადიონი, დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ ინფორმაციას, საფეხბურთო კლუბის, ბათუმის „დინამოს" ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ბათუმური კლუბი, ქომაგს 22 ივლისის თამაშის დღეს, მოედანზე შეჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აანონსებს, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, ახალ სტადიონს დისკვალიფიკაცია ემუქრება.


„ძვირფასო გულშემატკივრებო, როგორც მოგეხსენებათ, უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმსა და ტრე პენეს შორის გამართული მატჩი მოედანზე ქომაგების შეჭრის გამო რამდენჯერმე შეჩერდა. აღნიშნული ფაქტების გამო ჩვენი კლუბი უეფა-გან დაისჯება სოლიდური ფულადი ჯარიმით და ასეთი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში, ემუქრება დამატებითი სანქციები.


ქომაგების მოედანზე შეჭრის ფაქტის განმეორების შემთხვევაში უეფას სადისციპლინო კომიტეტი, დიდი ალბათობით, აკრძალავს მატჩებზე გულშემატკივრების დასწრებას და ჩვენს ახალ არენას დისკვალიფიკაციას მიუსჯის.


უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მოედანზე ნებისმიერი ფორმით შესვლისგან და მატჩში მონაწილე პირებთან კონტაქტისგან. ასევე გთხოვთ, დაიკავოთ მხოლოდ ბილეთზე მითითებული ადგილები, დაიცვათ სოციალური დისტანცია და დაემორჩილოთ  სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანამშრომლის მოთხოვნა/მითითებას.


️გაითვალისწინეთ, რომ სტადიონზე სასტიკად აკრძალულია: ყველანაირი პიროტექნიკის და ხმამაღალი ხმის გამომცემი ნივთის გამოყენება, რომელიც ხელს შეუშლის მატჩის მსვლელობას. ასევე სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი საგნის/ნივთის სროლა მოედანზე ან/და სტადიონის ტერიტორიაზე.


პატივისცემით დინამო ბათუმის ადმინისტრაცია"


22 ივლისს, ბათუმის „დინამო" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდს, ბორისოვის "ბატეს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩში, 21 საათზე დაიწყება და მასზე, გულშემატკივრის 50% პროცენტი დაიშვება. შეზღუდულია მატჩზე დასაშვები აკრედიტებული მედიის, მათ შორის ფოტოგრაფების დაშვებაც. ამასთან, სტადიონზე ყველა, მათ შორის გულშემატკივარიც და მედიაც, სავალდებულოა დაიცვას, უეფა-ს მიერ შემოთავაზებული კოვიდ-რეგულაციის ყველა მუხლი.


აქვე შეგახსენებთ, რომ „ბატეს" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, დინამოელთა მეტოქე, მოლდოვურ „პეტროკუბსა" და თურქულ „სივარსპორს" შორის გამარჯვებული იქნება.