ტოკიო 2020-ზე ბასილაშვილი მე-15 ნომრად არის განთესილი
ტოკიო 2020-ზე ბასილაშვილი მე-15 ნომრად არის განთესილი
21.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მე-15 ნომრად არის განთესილი. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ATP-ს რეიტინგებში 13 პოზიცია დათმო და 29 ადგილიდან 42-ზე ჩაინაცვლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მაინც განთესილ ჩოგბურთელებს შორის მოხვდა.


ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე განთესილი ვაჟი ჩოგბურთელები:

1.     ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)

2.     დანიილ მედვედევი (რუსეთი)

3.     სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)

4.     ალექსანდერ ზვერევი (გერმანია)

5.     ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი)

6.     პაბლო კარენო ბუსტა (რუსეთი)

7.     ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი)

8.     დიეგო შვარცმანი (არგენტინა)

9.     ფელიქს ოჟიე-ალიასიმი (კანადა)

10.   გაელ მონფილსი (საფრანგეთი)

11.   ასლან კარაცევი (რუსეთი)

12.   კარენ ხაჩანოვი (რუსეთი)

13.   ლორენცო სონეგო (იტალია)

14.   უგო უმბერი (საფრანგეთი)

15.   ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო)

16.   ფაბიო ფონინია (იტალია)


ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ტოკიოს ოლიმპიადა რიგით მეორე იქნება. საჩოგბურთო მარათონი სტარტს 24 ივლისს აიღებს და პირველი რაუნდის მატჩები 24 და 25 ივლისს გაიმართება.


ქართველმა ჩოგბურთელმა, პირველად, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ბასილაშვილი, რიოში პირველ წრეში მე-11 ნომრად განთესილ პაბლო კუევასთან დამარცხდა. იმედია, რომ ტოკიო 2020 ქართველი ჩოგბურთელისთვის წარმატებული გამოდგება.