ბათუმის „დინამომ“ ამჯერად, ვერ ივაჟკაცა
ბათუმის „დინამომ“ ამჯერად, ვერ ივაჟკაცა
22.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბათუმის „დინამოს" თხოვნის მიუხედავად, რომ გულშემატკივარს უეფა-ს თამაშების დროს დაწესებული რეგულაციები არ დაერღვია, თხოვნად დარჩა. ამჯერად, ბათუმის „დინამოს" ქომაგთა ნაწილი, მოწინააღმდეგე გუნდის, გულშემატკივარს დაუპირისპირდა და ტრიბუნაზე შეხლა-შემოხლად მოხდა. დაპირისპირება ბათუმელთა კარში გასულ გოლს მოჰყვა, რომელიც, ბელარუსიდან ჩამოსულმა ქომაგებმა აღნიშნეს. საქმეში, ძალოვანებიც ჩაერთვნენ და საბოლოოდ, შსს-ს ცნობით, პოლიციას ერთი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულიც კი ჰყავს. დაუწესებს თუ არა უეფა ბათუმის ახალ სტადიონს სანქციას, თუ აჭარული კლუბის ქომაგების მიმართ, კვლავ „ლოიალური" იქნება, უახლოეს დღეებში გაირკვევა.


ბუნებრივია, ეს გარემოება, არც უეფა-ს გამოეპარებოდა და ახლა, ბათუმის „დინამოს" ახალ სტადიონს, რომელიც უეფა-ს კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის მატჩისას მომხდარი ინციდენტების გამო, სოლიდური ფულადი თანხით დაჯარიმდა და მსგავსის განმეორების შემთხვევაში, ტრიბუნებზე გულშემატკივართა არდაშვების შესახებ გაფრთხილდა, ახლა, დიდი ალბათობით, უეფა-ს კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე თუ არა, მომდევნო სეზონში, თუკი, რა თქმა უნდა ბათუმელები ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ, ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწევთ თამაში.




უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის „დინამო" და ბორისოვოს „ბატეს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა.


მიუხედავად, დაანონსებული მე-12 მოთამაშისა, ბათუმელებმა, სახლის უპირატესობა ვერ გამოიყენეს და მას შემდეგ, რაც უეფა-ს კონფერენს ლიგის 2021-22 წლების გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში, ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე სუსტი სან-მარინოელი მოწინააღმდეგე ორი შეხვედრის ჯამში დაამარცხეს, როგორც ჩანს, „ბატეც" სათანადოდ არ დააფასეს.


ბათუმელებს, არც „მსაჯებში გაუმართლათ" და 11-მტრიანბს „შეჩვეულებმა", ამ ჯერზე, ყაზახ მსაჯებთან ვერაფერი განაწყეს. არტიომ კუჩინმა, ამ შეხვედრაში, არათუ მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნა 11-მეტრიანი, არამედ, მთელს შეხვედრაში, მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი აჩვენა და ისიც, შეცვლაზე შესულ გორგი ზარიას ერგო. მატჩის ბედი კი, ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც, სტუმართაგან პაველ ნეხაიჩიკმა 83-ე წუთზე გაიტანა.


მატჩის სრული სტატისტიკა


საპასუხო შეხვედრას, ბათუმის „დინამო" 29 ივლისს, სტუმრად გამართავს.



შოთა გუჯაბიძის ფოტოები (წყარო "ბათუმელები")