სიტყვიერ შეთანხმებას, გაფორმებული კონტრაქტი მოჰყვა
სიტყვიერ შეთანხმებას, გაფორმებული კონტრაქტი მოჰყვა
03.01.2018
ავტორი:

გიორგი ივანიშვილი, უკვე ოფიციალურად „დინამო თბილისის" ფეხბურთელია. სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, 28 წლის შემტევმა, თბილისურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ტრანსფერი გამოვიდა. 3 მიზეზი მაქვს, რის გამოც, „დინამოში" გადმოსვლის გადაწყვეტილების მიღება, ასე მარტივად მომიხდა. პირველი -  „დინამო თბილისში" თამაში, ალბათ, ვინც, საქართველოში ასპარეზობს, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. სახელი, ისტორია და მიდგომა. მეორე - თუდაც, იმიტომ, რომ ოჯახთან ახლოს ვიქნები, რაც დღეს-დღეისობით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და, ბოლოს, მესამე, იმიტომ, რომ „დინამოს" თავკაცი არის კაჭარავა. რა თქმა უნდა, დიდია პერსპექტივა. მინდა, ახალგაზრდებისთვის მაგალითი ვიყო მოედანზე და მოედნის გარეთაც. გულშემატკივარსა და ხელმძღვანელობას გავუმართლო იმედები", - ამბობს tsff.ge-სთან საუბარში, გიორგი ივანიშვილი.

ბოლო ორი სეზონი მანძილზე, გიორგი ივანიშვილი საჩხერის „ჩიხურაში" თამაშობდა. გემახსოვრებათ, რომ ფეხბურთელის „დინამოში" გადმოსვლის თაობაზე, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც იყო საუბარი. თუმცა, მაშინ ივანიშვილის ტრანსფერი არ მოხერხდა. „ჩიხურამდე" კი ივანიშვილი, საფეხბურთო კლუბ „ცხინვალში" კახი კაჭარავას შეგირდი გახლდათ. საქართველომდე, ივანიშვილი შვეიცარიის „ვოლენში", „შაფხაუზენსა" და „ბელინცონაში" გამოდიოდა.

ახალი 2018 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებისთვის „დინამო თბილისი" შეკრებას მომავალ კვირას, 10 იანვრიდან განაახლებს.