ოლიმპიურ მედლამდე სანდრო ბაზაძეს 4 ჩხვლეტა დააკლდა
ოლიმპიურ მედლამდე სანდრო ბაზაძეს 4 ჩხვლეტა დააკლდა
24.07.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველი ოლიმპიური მედალი საქართველოს ნაკრებისათვის ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს შეეძლო მოეპოვებინა. თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ჩვენი თანამემამულე, 37 წლის გამოცდილ კორეელთან, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის გუნდური ასპარეზობის ჩემპიონთან, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონთან და მრავალი ტურნირის გამარჯვებულ და პრიზიორ იუნვან კიმთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს 2020-ის ბრინჯაოსთვის შეხვედრა თანაბრად და დაძაბულად წარიმართა. იმ მომენტებში კი, როდესაც ანგარიშშიც და ფსიქოლოგიურადაც ქართველი აღწევდა უპირატესობას, კორეელი ტრავმას იმიზეზებდა და შესაბამისად ამ დროს, სულის მოსათქმელად და მწვრთნელებისგან რჩევების მისაღებად იყენებდა, რაც ორთაბრძოლის დასკვნით ფაზაში გამოჩდნა, როდესაც ანგარიში, კარგა ხანს 11-11 იყო. მორიგისამედიცინო დახმარების შემდეგ, კი, კორეელმა პირველ რიგში, სანდროს კონცენტრაცია დაარღვია და შესაბამისად, საბოლოო ჩხვლეტები მიაყენა ბაზაძეს (11-15), რაც ბრინჯაოს მედლის ტოლფასი იყო.


არ გაუმართა სანდროს ნახევარინალშიც, სადაც ის,  2012 და 2016 წლების ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულს, არონ სილადის დაუპირისპირდა. ბუნებრივია, რომ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონის მიმართ, მსაჯებს უფრო მეტი დანდობა და სიმპათია აღმოაჩნდა. მით უმეტეს, რომ სანდრომ, ტოკიო 2020-ზე პირველ ნომრად განთესილი და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი კორეელი სანგუკ ოჰიც დაამარცხა და არაა გამორუცხული, რომ „ურჩი" ქართველი, ამისთვის „დასაჯეს" კიდეც.




1/2 ფინალური დაპირპისრება ქართველოს უპირატესობით დაიწყო და სანდრომ, ანგარიშში 4-1 წაიყვანა. თუმცა,  პირველი რაუნდის შემდეგ, შეხვედრას 5-8 უნგრელი იეგბდა. შესვენების შემდეგ, დასაწყისშივე, ბაზაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და შემდეგ დაწინაურდა კიდეც. თუმცა, აქ, მსაჯების ფაქტორი ამოქმედდა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო მაშინ გახდა, როცა, სანდრო ბაზაძე 13-12 დაწინაურდა. ამის შემდეგ, 2-ჯერ ზედიზედ, მსაჯებმა საეჭვო გადაწყვეტილება ტიტულოვანი სპორტსმენის სასარგებლოდ მიიღეს და საბოლოო გამარჯვებად მას 13-15 მიაკუთნეს.


შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში სანდრო ბაზაძემ (რეიტინგში მე-8 ნომერია) ეგვიპტელი მოჰაბ სამერი 15-10 მეტოქე დაამარცხა. მეორე შეხვერაში, ქართველმა კიდევ ერთ ეგვიპტელს, ამჯერად,  ზიად ელსილს 15-12 სძლია. 1/4 ფინალში კი, დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით, 15-12, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი კორეელი სანგუკ ოჰი დაამარცხა.


ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი კი არონ შილაგი გახდა და მესამე ზედიზედ მოახერხა ოლიმპიური თამაშების მოგება.



სპორტის სამინისტროს ფოტოები